ნავალნის ოჯახს უთხრეს, თუ როდის გადასცემენ ცხედარს
ფოტო: როიტერი
რა ხდება: მეხუთე დღეა, კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერისა და პუტინის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ალექსეი ნავალნის ცხედარს ოჯახს არ აძლევენ.
- როგორც ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, ეს გაგრძელდება კიდევ მომდევნო ორი კვირა.
- იარმიში, რომელიც კრემლს "უცხო აგენტების სიაში" ჰყავს შეყვანილი, ამბობს, რომ გამომძიებლებმა ნავალნის დედას და მის ადვოკატებს გადასცეს, რომ ცხედარს კიდევ 14 დღე ჩაუტარდება "გარკვეული ქიმიური ექსპერტიზა."
- იმავეზე საუბრობენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები Youtube-ის არხზე.
კონტექსტი: 2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გასეირნების შემდეგ გარდაიცვალა.
- გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
- ოპოზიციონერის თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს და კრემლი დანაშაულის კვალის დამალვას ცდილობს.
- ლუდმილა ნავალნაიამ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან პაემანზე იმყოფებოდა ციხეში. დედის თქმით, პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობას არ უჩიოდა.
- ამაზე მეტყველებს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 15 თებერვალს, ნავალნის ვიდეო-ჩართვა სასამართლოზე.
გაიგე მეტი: იულია ნავალნაია — ალექსეი ნავალნის საქმეს მე გავაგრძელებ
რა ხდებოდა კოლონიაში, ნავალნის გარდაცვალებამდე
დოკუმენტში, რომელიც კოლონიის თანამშრომლებმა ნავალნის დედას მისცეს, ნათქვამია, რომ ის გარდაიცვალა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე.
- ნოვაია გაზეტა ევროპამ მოახერხა დაჰკავშირებოდა ერთ-ერთ პატიმარს კოლონიაში, სადაც ნავალნი იყო მოთავსებული გარდაცვალებამდე.
- მან რედაქციას უთხრა, რომ "გაუგებარი აჟიოტაჟი დაიწყო 15 თებერვლის საღამოს“.
”საღამოს შემოწმება, რომელიც ტარდება 20:00 საათიდან 20:30 საათამდე, ძალიან დაჩქარდა. ეს ხშირად ხდება დღესასწაულების წინა დღეს, როცა მესაზღვრეები ჩქარობენ სუფრასთან მისვლას, მაგრამ გუშინ არანაირი დღესასწაული არ იყო.
- მერე ყაზარმებში გამოგვკეტეს, გაგვაფრთხილეს, რომ ყაზარმებს შორის მოძრაობა არ იქნებოდა და დაცვა გააძლიერეს. ასე რომ, ეზოში ცხვირის გაყოფაც კი შეუძლებელი იყო.
- გვიან საღამოს და ღამით, სამჯერ გავიგეთ მანქანების მოძრაობის ხმა ზონაში, მაგრამ ფანჯრიდან შეუძლებელი იყო დანახვა, თუ რა მანქანები შემოვიდა", — ჰყვება პატიმარი.
მისივე თქმით, 16 თებერვლის დილიდან დაიწყო შენობების მკაცრი შემოწმება. მესაზღვრეების საუბრიდან პატიმრებმა დაასკვნეს, რომ კოლონიის თანამშრომლები ზემდგომი სტრუქტურების მიერ შემოწმებას ელოდნენ.
- "როგორც წესი, ზონის ადმინისტრაციაც და პატიმრებიც ამ შემოწმების შესახებ იგებენ ჩამოსვლამდე არა ერთი, ან ორი დღით ადრე, არამედ, დაახლოებით, ერთი თვით ადრე და წინასწარ ემზადებიან ამისთვის", — ამბობს გამოცემის წყარო.
მსგავსი: რუსეთში დააკავეს მღვდელი, რომელსაც სურდა, ნავალნისთვის პანაშვიდი გადაეხადა
მისივე ინფორმაციით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობილი მათთვის, ადგილობრივი დროით, 10 საათზე გახდა (მოსკოვის დროით 08:00 საათი).
- "სადამსჯელო საკანი, სადაც ნავალნი იყო, მდებარეობს ყაზარმიდან მოშორებით, მაგრამ თუ იქ სასწრაფო დახმარება მივიდოდა, ეს შესამჩნევი იქნებოდა“, — ამბობს პატიმარი. ”16-ში, დილას კოლონიაში სასწრაფო დახმარების მანქანები არ გამოჩენილა, ისინი გამოჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნავალნი უკვე გარდაცვლილი იყო. ასე რომ, მე ვფიქრობ, ნავალნი გარდაიცვალა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოცხადდა. სავარაუდოდ, წინა ღამეს, თორემ რატომ გახდა საჭირო ჩვენი ყაზარმაში მკაცრად გამოკეტვა და დილით ჩხრეკის ჩატარება?!", — ამბობს პატიმარი.
ბოლო ხაზი: ალექსეი ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნების მოთხოვნით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს, ორ დღეზე ნაკლებ დროში, 52 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
- ალექსეი ნავალნი, რომელსაც 19-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ის 2021 წლის იანვარში დააკავეს, როდესაც რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა. ის გერმანიაში მძიმე მოწამვლის გამო დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.
- რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ მაშინ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით იყო მოწამლული.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები