კვიციანი ფიქრობს, რომ ვანო ჯავახიშვილს მოკლავენ, გვარამია რეაგირებას ითხოვს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პატრიოტთა ალიანსის წევრი, ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ მილიარდერი ფილანთროპი, ჯორჯ სოროსი მსოფლიოში თავისი გავლენის გასაზრდელად ვანო ჯავახიშვილის მოკვლას გეგმავს. კვიციანი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას გარდაცვალებასაც სოროსს უკავშირებს და წერს, რომ ის საქართველოს ამჟამინდელი და ბოლო 25 წლის მტერია. ამ შინაარსის ინფორმაცია ფეისბუკზე ემზარ კვიციანის სახელით ვრცელდება.
"საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა! ამიტომ ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს და კერძოდ, იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი 2-ის თვალყურისთვის, როცა ბრძანებას მიიღებ, ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო, უბრალოდ, გამოდი და ამხილე ვინც შეგიკვეთა! პირობას გაძლევ, რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ! ყველამ იქ, იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, სადაც ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება ღმერთს!!!" - წერს კვიციანი.
ემზარ კვიციანის სტატუსს, ასევე ფეისბუკზე, გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც, რომელიც ხელისუფლებას რეაგირებას მოსთხოვს. როგორც გვარამია On.ge-სთან განმარტავს, კვიციანის ფეისბუკ სტატუსი საფრთხის შემცველია და ირიბი მუქარაა:
"რუსებზე, თუ ვიღაც აგენტებზე რეფერენსის გაკეთება სრული სისულელე და ბოდვაა, გასაგებია ვისაც აქვს ეს სურვილები. ემზარ კვიციანი პირველად არ არის შემჩნეული ძალადობრივ სცენებში მონაწილეობაში, ის არის რუსული ძალის წარმომადგენელი და ამავდროულად არის ხელისუფლების სატელიტი. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ცნობილია თავისი ძალიან მწვავე შეფასებებით რუსეთთან და ხელისუფლებასთან მიმართებით, ასევე, იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე რეიტინგული ტელესახეა, მოვითხოვთ ის იყოს ადეკვატურად დაცული."
On.ge ცდილობს დაუკავშირდეს პარლამენტარ ემზარ კვიციანს და გაარკვიოს, საიდან იცის მან ვანო ჯავახიშვილის მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები