საქართველოში შემოსული ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა
რა ხდება: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) აქვეყნებს კვლევას, რომლის თანახმად, 2022 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა, 2021 წელთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2023 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ძირითადად, ფულადი გზავნილების კლებამ განაპირობა.
მონაცემებში:
- საქართველოში შემოსული ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა — 2023 წელს რუსეთიდან 1.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, 30 %-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს. ეს მონაცემი პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 3.6%-ით ჩამორჩება.
- რუსი ვიზიტორების წილი მთლიან ვიზიტორებში 20%-დან 20.1%-მდე გაიზარდა;
- რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა — საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად;
- 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11,552 კომპანია დაარეგისტრირეს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 26,339 კომპანიაა რეგისტრირებული.
- 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3.6-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში;
- 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
- 2023 წელს რუსეთიდან 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლის მაჩვენებელს 3.7-ჯერ აღემატება.
- რუსი მიგრანტების საქართველოში დასახლებამ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა;
- 2023 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.3%-ით გაიზარდა და 657 მლნ დოლარი შეადგინა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.8% იყო, რაც 0.7% პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე;
- რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავ ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა და 168 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
- 2023 წელს რუსეთიდან იმპორტი 5%-ით შემცირდა და 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა, 2021 წელთან შედარებით 71%-ით არის გაზრდილი. რუსეთის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 11.3%-ია, რაც 2.2% პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.
- 2023 წელს რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა - 70 მლნ დოლარით (11%-ით). თუმცა, 2021 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი 4-ჯერ არის გაზრდილი. ხორბლის და ხორბლის ფქვილის იმპორტი 36 მლნ დოლარით (28%-ით) შემცირდა.
- 2023 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტი 15%-ით გაიზარდა და რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 20% შეადგინა, როცა 2022 წელს 17.3% იყო, 2021 წელს კი 16%. რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო, რადგან 2023 წელს საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია;
- 2023 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. 67 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 20.3 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში მიემართა, 19.8 მლნ დოლარი კი უძრავი ქონების სფეროში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: TI აღნიშნავს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. "ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს".
TI-ს რეკომენდაციები: რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება;
- რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.
-
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე? იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
გადახედვა
-
განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე
გადახედვა
-
ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის? ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის?
-
სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
-
საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა
გადახედვა
-
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
გადახედვა
-
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
გადახედვა
-
რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს
-
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
გადახედვა
-
დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე
გადახედვა
-
ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა
გადახედვა
-
მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით AI-ზე შეყვარებული კანადელი ქალი მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით AI-ზე შეყვარებული კანადელი ქალი
გადახედვა
-
სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარმა ნაწერმა ამხილა სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარმა ნაწერმა ამხილა
გადახედვა
-
იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს
გადახედვა
-
ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა" ელენე ხოშტარია: NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა"
გადახედვა
-
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტრაილერი გზიდან გადავარდა — დაშავებულია მძღოლი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტრაილერი გზიდან გადავარდა — დაშავებულია მძღოლი
გადახედვა
კომენტარები