დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ
ფოტო: კადრი ფორმულადან
მოკლედ: "ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა, შემდეგ — სხვა დანარჩენი", — უთხრა ჟურნალისტებს 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. მან საპატიმრო დატოვა გასულ, 14 თებერვლის ღამეს.
დეტალები: გიორგი მამალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეანომობილით გადაიყვანეს თბილისიდან ქობულეთში, მის საცხოვრებელ სახლში.
დეკანოზი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მადლობელია მათი, ვინც დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში:
- "მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის ჩემს ცხოვრებაში, მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, თორნიკეს [დეკანოზის ძმა], რომელიც გაჭრილი იყო ველად ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში.
-
მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივსა და საერთაშორისოს. ამერიკისა და ნიდერლანდების მთავრობებს, რომლებიც იცავდნენ ჩემს უფლებებს.
-
მადლობა ყველა მიუკერძოებელ ჟურნალისტს, თუ მიკერძოებულს, არ აქვს მნიშვნელობა. მადლობა ყველას, ვინც აშუქებდა ჩემს მძიმე ტვირთს", — თქვა მან.
დეკანოზმა ახსენა მიტროპოლიტი დიმიტრიც (შიოლაშვილი): "ვწუხვარ, რომ მას არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მისცემდა საშუალებას, დღესაც ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით. ამის მიუხედავად, მე მაინც მიყვარს ის."
კონტექსტი: დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 25 ოქტომბერს მოინახულა საპატიმროში მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. "გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, პატრიარქის პოზიცია არის ისევე გაორებული, როგორიც ყველა ჩვენთაგანის. თვითონ ამას ცის ჩამოქცევა უწოდა, გახსოვთ თქვენ. პატრიარქი ყველას გვანუგეშებს და თავის თავსაც, რომ ის ამის ჩამდენი არ უნდა იყოს. ყველზე მეტად ვისაც უნდა, რომ გიორგი მამალაძე გამართლდეს, ეს მე ვარ, მერწმუნეთ", — თქვა დეკანოზზე მიტროპოლიტმა.
წინაისტორია: გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს.
- მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედებოდა ბრალად.
- შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
- დეკანოზი გიორგი მამალაძე სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბოლო ხაზი: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მოიხადა 7 წელი 9-წლიანი პატიმრობიდან.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები