საუკეთესო სტუდენტური წლები: მარიამის ამერიკულ-ევროპული ამბავი
ფოტო: Le
საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლისას იწყება ახალი ცხოვრება, ახალი ყოველდღიურობა და რა თქმა უნდა, გარემოსთან ადაპტაცია მარტივი არ არის. მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სოციუმს და ადგილს, სადაც მოხვდები რომ თავი იგრძნო მშვიდად, უსაფრთხოდ და ლაღად. ამერიკული LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტი ლიეტუვაში კი სწორედ ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც თავს ყველა კომფორტულად გრძნობს. მარიამ გაბუნია LCC-ის კურსდამთავრებულია და გვიყვება თავის გამოცდილებაზე:
"LCC ჩემთვის უნივერსიტეტზე გაცილებით მეტია. ის ჩემი სახლია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები კლაიპედაში გავატარე. შორს წამიყვანს ყველა იმ მიზეზის ჩამოთვლა თუ რატომ არის LCC საუკეთესო, ამიტომ ყურადღებას სამ უმთავრეს მიზეზზე გავამახვილებ.
პირველი და უმთავრესი განათლების მაღალი ხარისხია. LCC- ში სწავლების ამერიკული მოდელია, პროფესორების უმეტესობაც ამერიკიდან და კანადიდან არიან და ყველანაირად ცდილობენ უზრუნველყონ მასალის გასაგებად ახსნა. ისინი მუდამ მზად არიან დაეხმარონ სტუდენტებს საგნების უკეთ ათვისებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ლექტორები უამრავ სხვადასხვა აქტივობას იფიქრებენ რომ სწავლის პროცესი საინტერესო და სახალისო გახადონ. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა ლექტორების სახლებში ყოველკვირეული შეკრებები და ფინჯან ჩაისა და ორცხობილებთან ერთად გატარებული სასიამოვნო საღამოებია.
მეორე მიზეზი, რის გამოც LCC- ში ყოფნა ბედნიერად მახსენდება, უნივერსიტეტის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება და მზრუნველობაა. გულწრფელად ვამბობ, რომ მთელი უნივერსიტეტი, პრეზიდენტით დაწყებული პროფესორებით დამთავრებული, მზადაა თავი სახლში გაგრძნობინოს. ხელს გიწყობენ მასალის უკეთ ათვისებაში, გაძლევენ საშუალებას იცხოვრო სტუდენტურ საცხოვრებელში, გქონდეს სივრცე განმარტოებისთვის, გაიცნო კურსელები და მათთან ერთად საინტერესო გასართობი აქტივობებიც დაგეგმო, გაიარო პრაქტიკული გამოცდილება არჩეულ სფეროში, დასაქმდე და ასე შემდეგ.
მესამე მიზეზი, რის გამოც ყველას ვურჩევ LCC-ს, მისი ბიუჯეტურობაა. ეს უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საზღვარგარეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი მილიონერი იყო ან სესხი გამოიტანო. LCC- ში სწავლა ძვირი არ ჯდება, ცხოვრების ხარჯები კი მინიმალურია. ყოველმხრივ კეთილმოწყობილ და ზუსტად უნივერსიტეტის გვერდით მდგარ დორმში ცხოვრება სემესტრში 500 ევრომდე ჯდება, ტრანსპორტით ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი 6 ევრომდე, 6 ევროა კამპუსის ტერიტორიაზე არსებულ სპორტ-დარბაზის ულიმიტო აბონემენტის საფასურიც.
LCC ის ადგილია, რომელიც ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ. მერწმუნეთ მისი დასრულების შემდეგ გულში სიცარიელე დაგრჩებათ, რომელსაც მხოლოდ უნივერსიტეტში გატარებული ბედნიერი წლების მოგონებები თუ შეავსებს.”
თუ გინდა შემდეგი შენ იყო, შემოგვიერთდი LCC-ის უნივერსიტეტის ვებინარზე 21 თებერვალს 19:30 საათზე და მიიღე შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და კურსდამთავრებულებისგან პროგრამების, დაფინანსებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. დასწრება სრულიად უფასოა და საჭიროებს მხოლოდ რეგისტრაციას:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSddBdzkQK8XKubWgJz9ZoCheLmGP8nKfqqppxuvLkixqO0iwA/viewform
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა

კომენტარები