ხარვეზები სამთავრობო გეგმაში უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის გასაუმჯობესებლად — DRI-ის ხედვა
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფეისბუქის გვერდი
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI)-ის მიხედვით, ხელისუფლების სამოქმედო გეგმა უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ნაწილში ხარვეზიანია და არ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნას.
კონტექსტი: საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სამსახურებზე, ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან მეხუთე პუნქტია.
როგორ აპირებს ამ პუნქტის შესრულებას ხელისუფლება: მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით, "ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, წარიმართება რეგულარული დიალოგი ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
- ხელისუფლებამ, სამოქმედო გეგმაში გაწერა, რომ ევროკომისიასთან რეკომენდაციების საფუძველზე, საპარლამენტო ჯგუფს 2024 წლის თებერვალში დააკომპლექტებს.
თუმცა, DRI აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ პროცედურული ხარვეზის მომიზეზებით, საპარლამენტო ოპოზიციას არ მისცა ნდობის ჯგუფში მეხუთე წევრის არჩევის შესაძლებლობა. საპარლამენტო ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, სათანადო ყურადღება არ მიაქცია ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტების საკითხს.
- "ის, რომ დღეს ნდობის ჯგუფში მხოლოდ 4 წევრია, რეალურად, პოლიტიკური ნების არარსებობაზე მეტყველებს", — აღნიშნავს ორანიზაცია.
რა პრობლემებს ხედავს DRI სამთავრობო გეგმაში: იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი შეთანხმდება, რომ ამ ეტაპზე მაინც შეასრულოს რეგლამენტის ვალდებულება და მეხუთე წევრს საპარლამენტო ოპოზიციიდან აირჩევს, ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად შემოწმების პროცედურა შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს:
- "წარსული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სუს-ი, როგორც წესი, კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას იყენებს ნდობის ჯგუფის პოტენციური წევრისთვის სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომის უფლების მისანიჭებლად.
- შესაბამისად, თავად ეს პირობაც ფორმალურია, რადგან ნდობის ჯგუფის ახალ წევრს არ ექნება რეალური დრო და შესაძლებლობა, უსაფრთხოების სექტორზე კონტროლი მეათე მოწვევის პარლამენტში განახორციელოს."
ამასთან, ორგანიზაცია ამბობს, რომ მათი მრავალწლიანი დაკვირვებით, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი განსაკუთრებით სუსტია: " სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისიამ უსაფრთხოების სამსახურები ცალკე გამოყო და პირდაპირ მიუთითა სახელმწიფოს, ამ მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები".~
მსგავსი: საუბარი ეკა გიგაურთან სამთავრობო გეგმაზე, ევროკომისიის დათქმების შესასრულებლად
რაში ხედავს გამოსავალს DRI:
- ცვლილებები შევიდეს ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესში, რა გზითაც აღმოიფხვრება ორგანოს სრულად დაკომპლექტების პრობლემა და გაიზრდება ნდობის ჯგუფში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობა.
- ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა თანაბარი რაოდენობით.
- გაიზარდოს ნდობის ჯგუფის სხდომათა სიხშირე და ცვლილებები შევიდეს მოწვევის წესში.
- ნდობის ჯგუფის ნებისმიერ წევრს უნდა შეეძლოს ანგარიშვალდებულ უწყებაში ვიზიტი, თავმჯდომარის ინფორმირებით, მისი სავალდებულო თანხმობის გარეშე.
- კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ნდობის ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ უფრო მეტ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა (გარდა საქმიანობის ფარული ფორმებისა და მეთოდებისა).
- გაიზარდოს ნდობის ჯგუფის ანგარიშვალდებულების ხარისხი — ნდობის ჯგუფმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.
- ამასთანავე, ნდობის ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს ალტერნატიული ანგარიში, იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება ნდობის ჯგუფის საქმიანობის ანგარიშს/ანგარიშის ნაწილს.
- საქართველოს პარლამენტის წინაშე გაიზარდოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ანგარიშვალდებულების ხარისხი.
გამარტივდეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით საკითხის შეტანის წესი. - ნდობის ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა თანაბარი რაოდენობით.
- ნდობის ჯგუფის ნებისმიერ წევრს უნდა შეეძლოს ანგარიშვალდებულ უწყებაში ვიზიტი, თავმჯდომარის ინფორმირებით, მისი სავალდებულო თანხმობის გარეშე.
- უნდა გაიზარდოს ნდობის ჯგუფის ანგარიშვალდებულების ხარისხი — ნდობის ჯგუფმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.
- უნდა გაუქმდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც კომიტეტის სხდომაზე, სუს-ის უფროსის დაბარების განსხვავებულ წესს ადგენს.
ბოლო ხაზი: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ მოამზადა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის კანონპროექტი, რომელიც ნდობის ჯგუფის მანდატისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით მიზნად ისახავს, უსაფრთხოების სექტორზე განხორციელდეს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი. აღნიშნული კანონპროექტი ინიციირებულია საქართველოს პარლამენტში, თუმცა, მისი საპარლამენტო კომიტეტებში განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები