კორუფცია ივანიშვილის ჩრდილქვეშ? — მინიშნებები ახალი ანგარიშიდან
რა ხდება: "საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან", — ნათქვამია ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) მიერ, 2024 წლის 9 თებერვლის ანგარიშში, რომელიც "კორუფციის რუკას" გვამცნობს.
- "დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც ვიკვლევდით სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდით რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა", — აცხადებს ანგარიშის ავტორი ორგანიზაცია.
დეტალები: მათ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გვხვდება რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა, ან მათმა კომპანიებმა, ასობით ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან შესყიდვების სახით.
მაგალითად,
ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსის, რევაზ მუმლაძის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით 237 534 ლარი მიიღო.
- მუმლაძე არის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
იმერეთში ბიძინა ივანიშვილის დის მულის ქმარმა, მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე 33 688 809 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო.
- TI: "2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ბლოგში ვწერდით, რომ მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან გამოქვეყნების დღემდე 16 395 591 ლარის შესყიდვები მიიღო. ბოლო სამ წელიწადში მიღებული თანხა თითქმის გაორმაგდა."
ასპინძაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელსაც ასპინძის სარაგბო ბაზა ეკუთვნის, 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით, ჯამში, 567 167 ლარი მიიღო.
აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული და იმავდროულად, ივანიშვილის პარტიის, ქართული ოცნების შემწირველის, დემეტრე თათეშვილის კომპანიამ 2018-2023 წლებში 363 385 030 ლარის შესყიდვები მიიღო.
- TI: "შპს არალის შესყიდვებზე ბლოგი 2021 წლის მაისში გამოვაქვეყნეთ და მაშინდელი მონაცემებით (2018-2021 წლებში) კომპანიას შესყიდვებით მიღებული ჰქონდა 125 454 712 ლარი, ანუ ბოლო ორ წელიწადში ამ კომპანიის შემოსავლებში სახელმწიფო შესყიდვების გზით 238 მილიონ ლარამდე შევიდა."
- დამატებით, TI აღნიშნავს, რომ შპს არალისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მაშინდელმა მესაკუთრემ, ოთარ თათეშვილმა, აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა: "თუ მანამდე 7 წლის განმავლობაში ტენდერებით ჯამურად, 51 585 275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ოთხწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით ხელშეკრულებები 260 მილიონ ლარამდე გაუფორმდა", — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.
სტრიქონებს შორის: ივანიშვილმა სამთავრობო გუნდში არსებული კორუფციის მაღალი რისკების შესახებ თავადვე ისაუბრა და პოლიტიკაში მესამედ მოსვლის ერთ-ერთ მიზეზადაც დაასახელა, როდესაც 2023 წლის 30 დეკემბერს, მისივე დაფუძნებული პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს:
- "ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე", — განაცხადა ივანიშვილმა. [გაიგე მეტი]
ფართო სურათში: ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სიაში ასევე არიან როგორც პარლამენტის დეპუტატები, ასევე, თანამდებობის სხვა მოქმედი და ყოფილი პირები. მათ შორის, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ანტიდასავლური ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი და სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეარხის, POS TV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელია. ასევე, ქართული ოცნების სხვა საპარლამენტო, თუ საკრებულოს დეპუტატები და მათი ნათესავები.
გაიგე მეტი: TI — ამ კომპანიებს მიღმა ივანიშვილთან და მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირები დგანან და წლებია, სავარაუდო კორუფციით, ჯამურად 2 მლრ ლარზე მეტი მიიღეს
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები