MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე თეგეტა თრაქ ენდ ბასი დაჯილდოვდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა თრაქ ენდ ბასი გერმანული ბრენდის 45 იმპორტიორს შორის გამოარჩიეს და MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, საუკეთესო მარკეტინგული აქტივობებისთვის დააჯილდოვეს. მთავარი ინდიკატორი ის მასშტაბური პროექტები გახდა, რომლებმაც გერმანული ბრენდის MAN-ის საქართველოში პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
დაჯილდოების ცერემონია დუბაიში, MAN Truck and Bus-ის იმპორტიორების შეხვედრაზე გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის დუბაის სადილერომ - MAN Truck & Bus Middle East Africa CIS-მა უმასპინძლა, რომელიც 45 ქვეყნის იმპორტიორებს აერთიანებს.
ვორქშოფის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, როგორც გაყიდვების, ისე მარკეტინგული აქტივობის თვალსაზრისით.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: "2022 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ კიდეც. ჩვენი მარკეტინგული აქტივობები MAN Truck and Bus-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. პარტნიორებს რამდენიმე პროექტი წარვუდგინეთ. მათ შორის იყო სოციალური კამპანია „პროფესიას არ აქვს გენდერი“, რომლის ფარგლებშიც 3 ქალბატონი საქართველოში, MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში დავასაქმეთ. პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გუნდის მხარდაჭერისთვისაც.
ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობა მივეცით ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ MAN-ის ოპერირების საკუთარი გამოცდილებაც. პოტენციურ მომხმარებლებს ვიდეოების მეშვეობით გერმანული ბრენდის უპირატესობებზე ინფორმაციას უწყვეტად ვაწვდით და ვუადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. გვიხარია, რომ ეს აქტივობები ჩვენმა პარტნიორებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს და თეგეტა თრაქ ენდ ბასი დააჯილდოვეს".
თეგეტასა და მსოფლიო ბრენდ MAN-ის პარტნიორობა ზუსტად 17 წლის წინათ, 2006 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ევროპული პრემიუმ ბრენდის შემოსვლა ქვეყნისთვის ევროპის კიდევ ერთი კარის გაღებას ნიშნავდა.
ორი ბრენდის ურთიერთობაში პირველი ნაბიჯები თეგეტასა და MAN-ის ბიზნესინტერესების დამთხვევამ განსაზღვრა. ხარისხზე, ექსკლუზიურობაზე, კომფორტსა და სანდოობაზე დამყარებული 17-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა. თანამშრომლობა კომერციული ავტოტრანსპორტის მიმართულებით MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო. მას შემდეგ ევროპულ შვიდეულში შემავალი ბრენდისა და საქართველოს უმსხვილესი კომპანიის პარტნიორობა სულ უფრო ფართო და მრავლისმომცველი ხდება.
დღეს თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია MAN-ის ბრენდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამარაგებს თბილისსაც და ერევანსაც. მათ სერვისსაც თავად უზრუნველყოფს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები