ბევრი მწერს და მოკლე განმარტება:
გიორგის და კაკოს საქმეზე ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და საზეიმო არაფერია.
პროკურატურა ამბობს, რომ ხასაიას და ჩიქობავას მიერ დანაშაულის აღიარების და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში თანახმაა, მოითხოვოს წინასწარი პატიმრობის შეცვლა.
ორივემ სასამართლოს და პროკურატურის თანდასწრებით პირველ განხილვაზე თქვეს, რომ აღიარებდნენ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას და მზად იყვნენ, ზიანი აენაზღაურებინათ.
ვაგრძელებთ მარშის ორგანიზებას, საზოგადოებრივ ზეწოლას და თქვენც იმავეს მოგიწოდებთ და თქვენგანაც იმავეს იმედი გვაქვს.
მარში გამოსახლების წინააღმდეგ და ხასაიას და ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით იქნება 4 თებერვალს 3 საათზე.
კომენტარები