განახლებული დეტალები წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებასა და მის სასამართლო პროცესზე
ფოტო: კადრი სასამართლო სხდომიდან / ტვ პირველი
რა ხდება: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
- გადაწყვეტილება 27 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომელსაც ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა.
- დაკავებულებს პროკურატურა ბრალს დებს ქრთამის აღებასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.
- პროკურატურის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე ამბობს, რომ ქვაჭრელიშვილმა მას, ქრთამის სახით, 3500 დოლარი გამოართვა.
- ქვაჭრელიშვილმა სასამართლოს სიტყვით მიმართა.
ბრალდებული ქვაჭრელიშვილის პოზიცია: "არც ქრთამი მაქვს აღებული, არც მასზე [რუსეთის მოქალაქეზე] ფიზიკურად მიძალადია. ვიღაც რუსი "ბანდის" "ბარიგა" პიროვნების ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული ამჟამად. მე, პოლიციის პოლკოვნიკი, 90-იანი წლებიდან რომ პოლიციაში ვმუშაობ, ამას რომ ვამბობ, აი, ეს არის ყველაფერი", — თქვა მან და "ჩაიგდე ხმა!" — ასე მიმართა პროკურატურის წარმომადგენელს რეპლიკის საპასუხოდ, როდესაც სასამართლო სხდომაზე სიმშვიდისაკენ მოუწოდეს.
სტრიქონებს შორის: დიმიტრი ქვაჭრელიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი მოწმე 2022 წლის სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც საპოლიციო ღონისძიებას მოქალაქე ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას ქვაჭრელიშვილის სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას იარაღიდან გავარდნილი ტყვია მოხვდა. სამმართველოს დეტექტივმა, ერიკ წურწუმიამ სასმართლოს უთხრა, რომ ადგილზე მის უფროსთან, დიმიტრი ქვაჭრელიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
რა მტკიცებულები აქვს პროკურატურას დაკავებულთა წინააღმდეგ: პროკურატურის ვერსიით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ
- ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს აწ უკვე ყოფილმა უფროსმა, ქვაჭრელიშვილმა, მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში.
- მოქალაქეს დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით, 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.
- მისი მოადგილე ამირან ნაჭყებია კი, რუსეთის მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩაატარა უკანონო ჩხრეკა.
- "ვითომდა ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ", — აცხადებს პროკურატურა.
- პროკურატურა დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ბოლო ხაზი: სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში
გადახედვა
-
ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად
-
როგორ ინარჩუნებენ ქართულ ენასთან კავშირს ბავშვები, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ საქართველოში როგორ ინარჩუნებენ ქართულ ენასთან კავშირს ბავშვები, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ საქართველოში
-
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს მთავრობამ NATO-სა და EU-ის ყოფილი საინფორმაციო ცენტრის შენობა აუქციონზე ₾35 მილიონად გაყიდა საქართველოს მთავრობამ NATO-სა და EU-ის ყოფილი საინფორმაციო ცენტრის შენობა აუქციონზე ₾35 მილიონად გაყიდა
გადახედვა
-
"ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო? "ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?
გადახედვა
-
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
კომენტარები