რა ხდება: შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც კახეთში, სოფელ ლაფანყურში სამი თანასოფლელი დაჭრა.

დეტალები: მათივე ინფორმაციით, ბრალდებული წარსულშიც იყო ნასამართლევი.

  • დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
  • დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.