სად და რა მიზნით წაიღეს სამებიდან ხატი სტალინის გამოსახულებით
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
მოკლედ: მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძრიდან დროებით გაიტანეს, მის ადგილას კი განათავსეს სხვა ხატი, რომელზეც, ასევე, მატრონა მოსკოველია გამოსახული.
ფოტო: რადიო თავისუფლება
დეტალები: როგორც On.ge-სთან საუბრისას, პრორუსული პატრიოტთა ალიანსის ლიდერები — ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ამბობენ, მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს, რომ ხატი, რომელიც მათ სამებას შესწირეს, დღეს ტაძარში აღარ არის.
"ინფორმირებულები არ ვიყავით, თუმცა, არც უნდა ვყოფილიყავით, რადგან ეს ჩვენ აღარ გვეხება", — თქვა ინაშვილმა.
პრორუსული პარტიის ლიდერების მიხედვით,
- ხატი, ამჟამად, სახელოსნოშია გადატანილი "შესაბამისი სამუშაოებისთვის".
- "ცვლილების შედეგად, ხატზე გამოსახული სტალინის ფიგურა, დიდი ალბათობით, ჩანაცვლდება მატრონა მოსკოველის მიერ, სიმსივნისგან განკურნებული ქალის ფიგურით", — თქვა თარხან-მოურავმა On.ge-სთან. "მე, პირადად, მივიჩვნევ, რომ ხატზე არაფერია შეცდომა და შესასწორებელი, ხატის გარშემო დატრიალებული ამბები კი — თითიდან გამოწოვილი აჟიოტაჟია", — ამბობს ის.
- თარხან-მოურავის თქმით, რამდენიმე დღის წინ თავად დააკავშირა საპატრიაქრო ხატმწერთან, რომელმაც მატრონა მოსკოველის ხატი შექმნა.
- შემწირველებს, საპატრიარქომ 11 იანვარს მოუწოდა, ხატი "ჩაასწორონ".
თარხან მოურავი ამბობს, რომ ხატზე სტალინის გამოსახვა შეცდომა არ იყო. მისი თქმით, რელიგიაში ამ სცენას ჰქვია "ღმერთი მოსკდრეკს ყველა ხელმწიფეს, მათ შორის, იმ ხელმწიფეს, რომელიც ღმერთს ებრძვის."
- მისი თქმით, ხატზე გამოსახული სცენა თავის დროზე ხატმწერმა თავადვე შეარჩია. "ჩვენ ხატს ვიცავთ და არა — სტალინს და წინააღმდეგი ვართ, რომ ვიღაცა ხატს საღებავს ასხამდეს", — ამბობს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე.
ბოლო ხაზი: On.ge ეცადა, დაკავშირებოდა საპატრიაქროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს, და ასევე, სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილს, თუმცა, არცერთი მათგანი ჩვენს კითხვებს არ პასუხობს.
განახლება: რამდენიმე წუთის წინ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ "ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ."
ამ თემაზე: როცა ნატა ფერაძეზე ვსაუბრობთ, ნიშნავს, ვსაუბრობთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. აი, რატომ
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები