მოკლედ: ბიჭი, რომელიც გუშინ, თბილისში დაიკარგა, იპოვეს.

  • ინფორმაციას On.ge-ს მისი ახლობლები და შსს უდასტურებენ.

დეტალები: გავაშელის ოჯახის წევრების თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ამჟამად მას საფრთხე არ ემუქრება.

  • მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა. ოჯახის წევრები ფეისბუქზე წერდნენ, რომ გავაშელი, ბოლოს, დიღმის მასივში, ძაღლთან ერთად შენიშნეს, თუმცა შემდეგ მისი კვალი იკარგებოდა.
  • მოგვიანებით, ძაღლის პოვნა მოხერხდა.
  • თავად დათი გავაშელი კი სულ ცოტა ხნის წინ, დიღმის ტერიტორიაზე იპოვეს.
  • სხვა დეტალების შესახებ, ამ ეტაპზე, სამართალდამცველები და ოჯახის წევრები არ საუბრობენ.