მოკლედ: 2024 წლის აპრილიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მგზავრებს ავტობუსები მოემსახურება.

  • ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დეტალები: ამ მარშრუტისთვის სამ უახლეს SHUTTLE BUS-ს გამოყოფენ.

  • სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
  • საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული.