შაბათი ჩეხეთში გლოვის დღეა — რა გახდა ცნობილი თავდამსხმელის შესახებ
ფოტო: Reuters
რა ხდება: პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო, ჩეხეთში შაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, დაშვებული იქნება ყველა დროშა, შუადღისას კი ჩეხეთი, წუთიერი დუმილით, პატივს მიაგებს გარდაცვლილებს.
- თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაიჭრა.
- დაშავებულებიდან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
- დაღუპულებს შორის არის თავად თავდამსხმელიც.
///
რა არის ცნობილი თავდამსხმელის შესახებ: მის ვინაობას ოფიციალური პირები არ ასახელებენ.
ცნობილია, რომ ის 24 წლის იყო და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ცეცხლი გახსნა.
- პოლიციის თქმით, კაცი, ასევე, ეჭვმიტანილია საკუთარი მამის მკვლელობაში.
- მათივე თქმით, აქვთ ეჭვი, რომ თავდამსხმელმა მოკლა ახალგაზრდა კაცი და მისი 2 თვის ბავშვიც. გარდაცვლილები პრაღის გარეუბანში 15 დეკემბერს იპოვეს.
- პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ნასამართლევი არ ყოფილა, თუმცა ჩხრეკის შედეგად, აღმოაჩინეს იარაღისა და ტყვიების დიდი მარაგი.
თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, პოლიციის თქმით, აქვთ დაუდასტურებელი ინფორმაცია მისი სოციალური მედიის ანგარიშიდან, რომ თავდასხმის ინსპირაცია იყო რუსეთში მომხდარი მსგავსი თავდასხმა, თუმცა სხვა დეტალებზე სამართალდამცველებს არ უსაუბრიათ.
ამავე თემაზე: განცხადება პრაღაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
რა მოხდა გუშინ კარლის უნივერსიტეტში: სროლა, ხელოვნების ფაკულტეტის შენობაში, რომელიც პრაღის ცენტრში მდებარეობს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15 საათზე დაიწყო.
- სროლამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ეჭვმიტანილი, დედაქალაქთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქიდან პრაღაში მიდიოდა განზრახვით, რომ თავი მოეკლა.
- ცოტა ხნის შემდეგ, კაცის მამა გარდაცვლილი იპოვეს.
- პოლიციამ მოახდინა უნივერსიტეტის იმ შენობიდან ხალხის ევაკუაცია, სადაც კაცი ლექციაზე დასწრებას გეგმავდა, თუმცა ცოტა ხანში, ისინი უნივერსიტეტის ახლომდებარე, მთავარ შენობაში გამოიძახეს.
შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა შენობის კორიდორებსა და აუდიტორიებში.
სტუდენტებმა და ლექტორებმა, ავეჯით გადაკეტეს ოთახების ნაწილის შესასვლელები.
მასობრივი სროლების ისტორია ევროპაში
პრაღაში მომხდარი თავდასხმა ევროპაში საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ფატალური აღმოჩნდა.
2011 წლის ივლისში, ნორვეგიაში, ანდერს ბრეივიკმა მოკლა 77 ადამიანი, მათი უმეტესობა მოზარდები იყვნენ, ისინი კუნძულზე საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
2002 წლის აპრილში, გერმანიაში, 19 წლის რობერტ შტეინჰაუზერმა მოკლა 16 ადამიანი — 13 მასწავლებელი, 2 მოსწავლე და პოლიციელი. ის წინა წელს სკოლიდან გარიცხეს.
2009 წლის მარტს, გერმანიაში, 17 წლის ტიმ კრეჩმერმა 15 ადამიანი მოკლა მის ყოფილ სკოლაში, პატარა ქალაქში შტუტგარტთან ახლოს.
2001 წელს შვეიცარიაში, ფრიდრიხ ლეიბახერი შევიდა რეგიონულ პარლამენტში, პოლიციის უნიფორმით. მოკლა 14 ადამიანი და დაჭრა 10.
2013 წლის აპრილში სერბეთში, ბელგრადთან ახლოს მდებარე სოფელში, ლუბისა ბოგდანოვიჩმა მოკლა 13 ადამიანი, მათ შორის, 2 წლის ბავშვი, დაჭრა საკუთარი ცოლი. ბოგდანოვიჩი სამხედრო ვეტერანი იყო, რომელიც სერბეთის ძალებთან ერთად, ხორვატიის ომში იბრძოდა, 1990-იან წლებში.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები