კოვიდის ახალი ვარიანტი მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება — რა არის ცნობილი JN.1-ზე
რა ხდება: კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის ქვეშტამი, JN. 1 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ინტერესის ვარიანტად გამოაცხადა, რადგან ამ ქვეშტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება და სწრაფად ვრცელდება.
დეტალები: ეს ქვეშტამი უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის ინდოეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.
- ჯანმო აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეებს არ ქმნის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ამ ქვეშტამისგანაც გვიცავს.
- თუმცა, ასევე, გვაფრთხილებენ, რომ ზამთარში კოვიდისა და სხვა ინფექციების მაჩვენებელი მაღალი იქნება.
რა ვიცით JN.1-ზე: ომიკრონი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში დომინანტი ვარიანტია.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღრიცხავს ინტერესის ვარიანტებს, რომელიც ომიკრონს უკავშირდება — მათ შორის, JN.1-ს.
- ეს ქვეშტამი სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.
- ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციების 15-29 პროცენტი სწორედ ახალი ქვეშტამია.
- დიდ ბრიტანეთში JN.1 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 7%-ია.
- "მოსალოდნელია, რომ ამ ვარიანტმა შეიძლება გამოიწვიოს Sars-Cov-2 (კორონავირუსის) შემთხვევების ზრდა სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მატების ფონზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ახლა ზამთარია", — ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.
ჯერჯერობით, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ქვევარიანტი უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. თუმცა, იმისთვის, რომ დადგინდეს, რა გავლენას ახდენს JN.1 ადამიანის ჯანმრთელობაზე, მეტი კვლევაა საჭირო.
როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისგან — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები:
ატარეთ ნიღაბი ხალხმრავალ ადგილებში;
აიფარეთ სახეზე ხელსახოცი ცემინებისა და ხველის დროს;
დაიბანეთ ხელები რეგულარულად;
ჩაიტარეთ კოვიდის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, განსაკუთრებით, თუ რისკჯგუფში ხართ;
დარჩით სახლში ავადობის შემთხვევაში;
თუ სიმპტომები გაქვთ, ჩაიტარეთ კვლევა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები