ალტე უნივერსიტეტის სასკოლო სტარტაპ მარათონი დასრულდა
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტმა უკვე მეორედ წარმატებით დაასრულა სასკოლო სტარტაპ მარათონის პროექტი. პროექტში 120-ზე მეტი გუნდი და ჯამში 500-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგისტრირებული 120 გუნდიდან ტრენინგების ეტაპზე 21 გუნდი გადავიდა, ხოლო ფინალურ ეტაპზე 14-მა გუნდა მიიღო მონაწილეობა.
სტარტაპ მარათონის ფინალი 16 დეკემბერს ალტე უნივერსიტეტში გაიმართა. მონაწილე გუნდებმა მენტორებთან ერთად დამუშავებული პრეზენტაციებით წარადგინეს საკუთარი ბიზნეს იდეები ჟიურისთან. ჟიური ალტე უნივერსიტეტისა და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების: Gita, Entrepreneur Georgia, TBC-ის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული.
პროექტს ტრადიციულად არც წელს ჰყოლია მხოლოდ 1 გამარჯვებული. ჟიურის თითოეულმა წევრმა საკუთარი რჩეული გამოავლინა და შესაბამისი პრიზები გადასცა.
TBC ახალი თაობისთვის და TBC სტარტაპერის რჩეული გუნდი Robofarmia გახდა, რომელმაც საჩუქრად 5000 ლარი მიიღო. Robofarmia ალტე უნივერსიტეტის ერთ-ერთი რჩეული სტარტაპიც გახდა და უნივერსიტეტისგან დამატებითი ფულადი პრიზი გადაეცა. ეს სტარტაპი ქმნის თვითმართვად, მრავალფუნქციურ რობოტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმართება და ასრულებს შესაბამის ბრძანებებს ბუნებრივი კატასტროფების დროს. რობოტი დაეხმარება მაშველებს ნანგრევების ქვეშ ადამიანების პოვნაში და დაადგენს მათ სავარაუდო ადგილმდებარეობას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
ალტე უნივერსიტეტს კიდევ 2 რჩეული გუნდი ჰყავდა: დიდოსტატი, რომლის თითოეული წევრიც ალტე უნივერსიტეტის სასწავლო გრანტით დაჯილდოვდა და Shieldify, რომელსაც უნივერსიტეტი ინვესტირებისთვის საჭირო პროცედურებში დაეხმარება. Shieldify კიბერშეტევებისგან დაცვის უნიკალურ შესაძლებლობას და სრულიად ახალ, AI-ზე დაფუძნებულ firewall-ს სთავაზობს მომხმარებლებს. "დიდოსტატი" Gita-ს რჩეულიც გახდა და მას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროტოტიპის დამუშავებაში და სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაში დაეხმარება. გუნდი მუშაობს ხელის პროთეზის დამზადებაზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა რეალურად შეიგრძნოს შეხება ისე, როგორც ბუნებრივი კიდურის არსებობის შემთხვევაში შეიგრძნობდა.
Entrepreneur Georgia-ს რჩეული გახდა სტარტაპი Halove, რომელიც სრულ მედიამხარდაჭერას მიიღებს სტარტაპის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. Halove უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელიც სპეციალურად შექმნილი ხელთათმანის მეშვეობით ჟესტების ენას ვერბალურ და წერილობით კომუნიკაციად აქცევს.
ალტე უნივერსიტეტი პარტნიორებთან ერთად მესამე სასკოლო სტარტაპ მარათონის ჩატარებას კი 2024 წელს გეგმავს.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები