დეტალები: თბილისში, დიღმის მასივის 12 250 აბონენტს გაზი არ მიეწოდება.

  • თბილისი ენერჯის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ კერძო კომპანიამ, მიწის გათხრის დროს, საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა.
  • მათივე ცნობით, გაზის აღდგენა 17 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება.
  • თბილისი ენერჯი ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის.