ანა ნაცვლიშვილი

12 Dec. 2023, 16:34

იმედი მაქვს, რომ 2024 წელს საქართველო შეხვდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით და 2024 წლის არჩევნებზე, ქართველი ხალხი, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა, დაწყებულ საქმეს მიიყვანს ბოლომდე და რუსულ ხელისუფლებას გაუშვებს სახლში. 

ევროკავშირი ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს ბავშვებზე, მოხუცებზე, მარტოხელა ადამიანებზე, შშმ პირებზე და, ზოგადად, ზრუნავს ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, მის ღირსებაზე. დღეს სახელმწიფოსგან ადამიანები ამას ვერ გრძნობენ, გრძნობენ მხოლოდ ცალკეულ კამპანიას და ინიციატივებს, როგორ მიუგდონ გროშები და ამის სანაცვლოდ მოითხოვონ მათგან არჩევნებში მხარდაჭერა. ეს ევროკავშირში არ ხდება. ამიტომ გვინდა ევროკავშირი და გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უქმეებზე ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტო იტყობინება, 19…