თელავის სახელმწიფო თეატრმა "ალტ-ინფოს" შეხვედრისთვის შენობა დაუთმო — DRI
ფოტო: თეატრის ფეისბუკის გვერდი
ბოლო სიახლე ამ თემაზე: პაატა გულიაშვილი On.ge-სთან ადასტურებს, რომ თეატრი ალტ-ინფოს დაუთმო – პრორუსულ, ძალადობრივ მოძრაობას.
რა ხდება? დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით (DRI), თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ, ძალადობრივ მოძრაობა ალტ-ინფოს თეატრის შენობა შეხვედრისთვის დაუთმო.
დეტალები: ორგანიზაცია იუწყება, რომ
- ღიად პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება.
- შეხვედრისთვის კი სივრცეს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უთმობენ.
კონტექსტი: 18 სექტემბრის სუს-ის განცხადების შემდეგ, ულტრამემარჯვენე რადიკალური მოძრაობის, ალტ-ინფოს ლიდერებმა ანტიმაიდანი დააანონსეს.
25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრორუსული დაჯგუფების ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია თანამოაზრეთა მობილიზაცია და საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული, შეკრული დაჯგუფებების შექმნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი? თელავში შეხვედრა 2023 წლის პირველ ოქტომბერს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა. ეს თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება.
- "ხელისუფლების დამოკიდებულება ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფების მიმართ ხაზგასმით ლოიალურია.
- ერთი მხრივ, შსს, ანტიმაიდანთან დაკავშირებული ძალადობრივი განცხადებების გამო, გამოკითხვაზე იბარებს ზურაბ მახარაძეს, მეორე მხრივ კი, ძალადობრივ ორგანიზაციას შეხვედრებისთვის ფართს უთმობს თელავის სახელმწიფო თეატრი", — აცხადებს ორგანიზაცია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:
- შეწყვიტოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისება;
- უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფებისთვის შეხვედრების და სამუშაო სივრცის დათმობაზე;
- ადეკვატურად შეაფასოს პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების გამსხვილებისგან და გაზრდილი ლეგიტიმაციიდან მომდინარე საფრთხეები;
- სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისის და 2023 წლის 8 ივლისის ორგანიზატორები.
მოვლენების ქრონიკა: DRI-ის მონიტორინგის მიხედვით,
- ძალადობრივმა ჯგუფმა რეგიონული შეხვედრები პირველ ოქტომბერს დაიწყეს.
- შეხვედრები გამართეს ოთხ ქალაქში: თელავი, გორი, რუსთავი და მცხეთა.
რა უნდა გვახსოვდეს ალტინფოს შესახებ:
- ალტ-ინფო პრორუსული, ანტიდასავლური, ძალადობრივი დაჯგუფებაა.
- გამუდმებით ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს, ასევე, პრორუსულ ნარატივებს, რომლებიც ხშირად კრემლის სტრატეგიულ გზავნილებთან თანხვედრაშია.
- სწორედ ამ ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა, დაარბიეს აქტივისტების ოფისები, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
- TI-ს ანგარიშით, 2022 წლის ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი თანხა ქართული ოცნების შემდეგ, პრორუსულ ალტ-ინფოს შესწირეს.
- მათი ძალადობრივი იდეები ვრცელდება მათივე ტელევიზიითა და სხვა პროპაგანდისტული არხებით სოციალურ ქსელებში.
არქივი: პრორუსები მცხეთაში შეიკრიბნენ, რომ სუს-ის მიერ დაანონსებულ საფრთხეებზე იმსჯელონ
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
კომენტარები