შეწყვიტოს ხელისუფლებამ სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა — 50-ზე მეტი ორგანიზაცია მთავრობას მიმართავს
ფოტო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" ფოტომონტაჟი
მოკლედ: 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციები აცხადებენ, რომ
- საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია აშშ-ის მიერ, მოსამართლეების — მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას.
- საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე, ხელისუფლება აქტიურად იცავს მათ ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები .
რაში ხედავენ პრობლემას:
ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა, რადგან:
- მრავალი წელია, ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 5 აპრილს, კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების სანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.
ორგანიზაციები ფარცხალაძის ფაქტორზე:
- "საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა.
- 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა.
- აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია", — აცხადებენ ისინი.
რისკენ მოუწოდებენ მთავრობას?
- შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება,
- ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი
გადახედვა
-
სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა
გადახედვა
-
ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად
-
თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი
გადახედვა
-
როგორ ინარჩუნებენ ქართულ ენასთან კავშირს ბავშვები, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ საქართველოში როგორ ინარჩუნებენ ქართულ ენასთან კავშირს ბავშვები, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ საქართველოში
-
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს მთავრობამ NATO-სა და EU-ის ყოფილი საინფორმაციო ცენტრის შენობა აუქციონზე ₾35 მილიონად გაყიდა საქართველოს მთავრობამ NATO-სა და EU-ის ყოფილი საინფორმაციო ცენტრის შენობა აუქციონზე ₾35 მილიონად გაყიდა
გადახედვა
-
"ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო? "ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?
გადახედვა
-
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
კომენტარები