ქალი, რომელიც ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა, დაიღუპა.

  • ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც ქალი გუშინ მოათავსეს, ექიმები ამბობენ, რომ დაშავებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.
  • ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული კიდევ 2 დაშავებული, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დეტალები: აფეთქება ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში გუშინ, 23 ოქტომბერს მოხდა.

  • თბილისის მერიის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
  • უწყებაში ამბობენ, რომ კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო.
  • ამ ეტაპისთვის, სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.
  • ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.