დეტალები:

  • საქართველოს საპატრიარქომ სოფელი მენჯის ტაძრის არქიმანდრიტ მელქისედეკ მიქავას გაფრთხილება მისცა.
  • საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ სასულიერო პირი მიტროპოლიტ შიოს მიმართ, სოციალურ ქსელში, უარგუმენტო ბრალდებებს გამოთქვამდა.
  • საპატრიარქო წერს, რომ თუ მღვდელი "მსგავს ცილისწამებას კვლავ გაიმეორებს", მას სამღვდელო ხარისხს შეუჩერებენ.
  • "არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო", — წერს საპატრიარქო.

დამატებით:

  • საკითხზე დღეს,20 ოქტომბერს, სინოდის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც, სხვა სასულიერო იერარქებთან ერთად, მიტროპოლიტი შიო მუჯირიც ესწრებოდა.
  • არქიმანდრიტის ფეისბუქგვერდზე პატრიარქის თანამოსაყდრის შესახებ დაწერილი სტატუსები აღარ იძებნება.