აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა — როგორ აფასებენ ამას საქართველოში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა, რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთი სანქცია დააწესა.
- 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
- მათ დაასანქცირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ფიზიკური პირები, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული.
დეტალები: აშშ-ის სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.
- დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფარცხალაძე საქმიანობდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში და კომპანიებში — LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE და LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION 50%-ს ფლობს.
- სახდეპის განცხადებით, მათ მიერ სანქცირებული კიდევ ერთი პირი, ალექსანდრ ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს, მოეპოვებინა რუსეთის მოქალაქეობა.
- მათი თქმით, ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში.
- დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ონიშჩენკომ და FSB-მ ფარცხალაძე გამოიყენეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის".
აშშ-ის სახდეპის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განმარტა, რომ ახალი სანქციები მიმართულია იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში.
- მისივე თქმით, სანქცირებული არიან ის ბიზნესმენები, ოლიგარქები და ადამიანები, ვინც ჩართული იყვნენ რუსეთის ენერგო სექტორში პუტინისთვის ფინანსური სარგებლის მოსატანად.
- ბრიფინგისას მილერმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს მოსახლეობას.
- "ჩვენ მიერ დაწესებული არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის ჩვენს ამ ხედვას", — დაამატა მან.
შეფასებები: ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოში პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ.
- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხება არ ჰქონია.
- მისი თქმით, "შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, ზუსტად რაზე არის საუბარი".
- ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ფიქრობს სახდეპის კომენტარზე, რომ ფარცხალაძეს საქართველოზე რუსული გავლენის მოსახდენად იყენებენ, პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგნაირად პასუხობს: "არის ბევრი აქტორი, რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ეს არ არის მხოლოდ რუსეთი. სწორედ ეს არის სიძლიერე ქართული ოცნების ხელისუფლების, რომ ის ერთადერთი სუბიექტი, ვინც მასზე ახდენს გავლენას, ეს არის ქართველი ხალხი".
- პაპუაშვილმა ასევე დაამატა, რომ საქართველო შესაბამისად მიჰყვება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაიწყეს მუშაობა იმ ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინს ომში ეხმარებიან. ის წერს, რომ ივანიშვილის გარემოცვაში გამოკვეთეს "თავად პუტინის ხელდასმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი", რომლებიც მალევე უკრაინამ დაასანქცირა, ახლა კი, ამ 6 ადამიანიდან ერთი აშშ-ს სანქცირებულთა სიაში მოხვდა.
- "მისი სანქცირება იყო დროული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და გაგრძელდება ივანიშვილის ყველა საცეცისათვის", — თქვა ლელო საქართველოსთვის წევრმა, საბა ბუაძემ.
გარდა ამისა, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ იმ ადამიანების შევიწროება, ვინც პუტინის ბოროტების იმპერიას ემსახურება, ძალიან ჯანსაღი პროცესია.
- "ჩვენი პოლიტიკური უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანთა რიგში არის ხალხი, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენს, პირადად დაკავშირებულია ივანიშვილთან, ახლაც ამ სისტემის საკვანძო ნაწილია", — აღნიშნავს ბოკერია.
- სტრატეგია აღმაშენებლის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორის მიერ ქართული ოცნების ყოფილი პროკურორის, ფარცხალაძის და მისი რუსი კურატორის სანქცირება არის მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ ცნობილია მათი პირდაპირი კონტაქტი რუსეთთან.
- "საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ქართული ოცნებისთვის და კალაძისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას შემოუთვალეს, ვიცით რასაც წარმოადგენთ, ვიცით ვისაც ემსახურებით და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო", — განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
- ჟურნალისტის კითხვაზე, გაიყინება თუ არა ფარცხალაძის აქტივები, ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი პასუხობს, რომ "საკუთარი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს აქვს".
- სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.
- მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე" ფარცხალაძესთან დაკავშირებით სუს-ში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.
მოკლედ ფარცხალაძეზე: ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წელს დაინიშნა და სულ 47 დღის განმავლობაში იმუშავა.
- ფარცხალაძის დანიშვნიდან მალევე განხილვის თემად იქცა მისი განათლების შესაბამისობა პოსტთან. რის პასუხადაც ყოფილმა პროკურორმა დიპლომის ასლი გამოაქვეყნა, რომლითაც ადასტურებდა, რომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.
- მალევე, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურორი გერმანიაში ქურდობის ბრალდებით იყო ნასამართლევი. ფარცხალაძემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ გერმანიის სასამართლომ მხოლოდ სამართალდამცავთან შელაპარაკების ბრალდება დაუდგინა.
- ყოფილი პროკურორი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ბრალდებები იყო მორიგი ბინძური კამპანია უწყების წინააღმდეგ.
- მიუხედავად ამისა, ამ განცხადებიდან 6 დღეში, 2013 წლის 30 დეკემბერს ფარცხალაძემ განაცხადა, რომ მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული კითხვების გამო თანამდებობას ტოვებდა.
- ფარცხალაძის გადადგომის შემდეგ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი იყო, ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, რომ მისი დანიშვნა უყურადღებობამ გამოიწვია, რადგან უწყებებმა არ გადაამოწმეს მისი წარსული.
- ფარცხალაძე ფიგურირებდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის საქმეში, ასევე, მირზა სუბელიანის ჩანაწერებში — დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
- ფარცხალაძის შესაძლო გავლენებს პოლიტიკურ წრეებში მისი უწყებიდან წასვლის შემდეგ არაერთი წლის განმავლობაში განიხილავდნენ.
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები