შიმშილის თამაშების ახალი ფილმის პოსტერები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
ლეგენდარული დისტოპიური საგა შიმშილის თამაშები ახალი ფილმით სულ რამდენიმე თვეში ბრუნდება! სანამ შემოდგომის მიწურულს The Ballad of Songbirds & Snakes-ს (ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე) ვიხილავდეთ, კინოკომპანიამ უკვე გაავრცელა მისი პირველი ტრეილერი და ახლა უკვე ახალი პოსტერები მთავარი გმირების ფოტოებით, რაც მეტ წარმოდგენას გვიქმნის ფილმის საერთო განწყობასა და პერსონაჟების ხასიათზე.
ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე შიმშილის თამაშების ერთგვარი წინაისტორიაა, რადგან მასში მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ათწლეულებით ადრე, ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს (მომავალი პრეზიდენტი სნოუს) გარშემო ვითარდება.
იხილეთ ფოტოები:
1. ჯეისონ შვარცმანი ლუკრეციუს ("იღბლიანი") ფლიკერმანის როლში
ფოტო: Lionsgate
2. ვაიოლა დევისი დოქტორ ვოლიუმნია გალის როლში
ფოტო: Lionsgate
3. პიტერ დინკლიჯი ქასქა ჰაიბოთომის როლში
ფოტო: Lionsgate
4. ჯოშ ანდრეს რივერა სეიანუს პლინტის როლში
ფოტო: Lionsgate
5. ჰანტერ შაფერი ტიგრის სნოუს როლში
ფოტო: Lionsgate
6. ტომ ბლითი კორიოლანუს სნოუს როლში
ფოტო: Lionsgate
7. რეიჩელ ზეგლერი ლუსი გრეი ბერდის როლში
ფოტო: Lionsgate
ფილმი პრეზიდენტი სნოუს ადრეული წლების შესახებ მოგვითხრობს — როგორ იქცა ამბიციური ახალგაზრდა პირსისხლიან ტირანად. მე-10 შიმშილის თამაშებში 18 წლის კორიოლანუსს მე-12 რაიონიდან შეწირული ლუსის მენტორად ირჩევენ. სწორედ მას შემდეგ ვითარდება ნაწარმოებში მოქმედება. ის კვლავაც სიუზენ კოლინზის რომანს ეფუძნება.
ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები შეასრულებენ, მაგალითად, ოსკაროსანი ვაიოლა დევისი, რომელიც მთავარ ბოროტმოქმედს, რიგით მე-10 შიმშილის თამაშების შემქმნელ დოქტორ ვოლიუმნია გალს განასახიერებს. ასევე, Euphoria-ის ვარსკვლავი ჰანტერ შაფერი, რომელიც ფილმში კორიოლანუსის ბიძაშვილისა და მესაიდუმლის, ტიგრის სნოუს, როლს ასრულებს. მათთან ერთად მთავარ როლებს ტომ ბლითი და რეიჩელ ზეგლერი მოირგებენ.
ამავე თემაზე:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები