სტამბული — ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი მიმართულება ზაფხულისთვის
ფოტო: Avia.ge
თურქეთის დედაქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და შთამბეჭდავი ადგილია პლანეტაზე. ორ კონტინენტზე გადაჭიმული სტამბული, რომელიც ათასობით წლით თარიღდება, ევროპული და აზიური კულტურის შესანიშნავი ნაზავია. ქალაქში შეგიძლია, მოინახულო ულამაზესი არქიტექტურა და მეჩეთები, დააგემოვნო უგემრიელესი კერძები, დატკბე ბოსფორის სრუტის სანაპიროებზე და უამრავი გასართობი აქტივობით დაკავდე. ეს ქალაქი უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომლის გამოყენებაც ქართველი მოგზაურებისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს — ამ ორ ქვეყანას შორის მანძილი ხომ ძალიან მცირეა, ავიამიმოსვლა კი საკმაოდ ხშირი.
თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით გამგზავრებას Turkish Airlines-ისა და Pegasus Airlines-ის მეშვეობით შეძლებ, ფრენის ხანგრძლივობა კი მხოლოდ 2 საათი და 25 წუთია.
ამ სტატიიდან გაიგებ, რა უნდა მოინახულო და რა აქტივობებით უნდა დაკავდე სტამბულში.
1. აუცილებლად ეწვიე აია სოფიას
ფოტო: Avia.ge
აია სოფია სტამბულის ყველაზე პოპულარულ და საკულტო ისტორიულ ადგილებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. ამიტომ, თუ სტამბულში თუნდაც ერთი დღით იმყოფები, ეს ტაძარი აუცილებლად უნდა მოინახულო. იგი 537 წელს აშენდა და ჭეშმარიტი არქიტექტურული საოცრებაა, რომლის კედლებს ბიზანტიური მოზაიკა ამშვენებს, იმპერატორების პორტრეტებითა და ქრისტეს გამოსახულებებით.
2. დაათვალიერე ცისფერი მეჩეთი
ფოტო: Avia.ge
1616 წელს აშენებული სულთან აჰმეთის მეჩეთი, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც ცისფერი მეჩეთი, განთქმულია გამორჩეული ლურჯი ფერის 20 ათასზე მეტი ხელით მოხატული ფილით, რომელიც შენობის ინტერიერს ამშვენებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. მეჩეთში შესვლა უფასოა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ის კვლავ მოქმედი მეჩეთია და ლოცვის დროს მისვლა აკრძალულია. ასევე, არსებობს გარკვეული წესები, რომლის დაცვაც ყველა ვიზიტორს ევალება.
3. მოინახულე ბაზილიკის ცისტერნა
ფოტო: Avia.ge
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ღირსშესანიშნაობა ბაზილიკის ცისტერნაა. ის ქალაქის რამდენიმე ასეული უძველესი ცისტერნიდან ერთ-ერთია და ქალაქ სტამბოლის ქვეშ, აია სოფიას სამხრეთ-დასავლეთით, 150 მეტრში მდებარეობს. იგი მე-6 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის მეფობის დროს აშენდა და 80 000მ3-მდე წყალს იტევდა, დღეისათვის კი აქ მცირეოდენი წყალია მნახველთათვის.
4. ესტუმრე სტამბულის ერთ-ერთ უდიდეს და უმშვენიერეს პარკს
ფოტო: Avia.ge
სტამბულის ისტორიული ნახევარკუნძულის წვერზე, ტოპკაპის სასახლის გვერდით მდებარეობს გიულჰანეს პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ადგილია. ამიტომ, განტვირთვისა და სილამაზით ტკბობის მაძიებლებს განსაკუთრებით მოეწონებათ. თუ გაზაფხულზე ეწვევი სტამბულს, აუცილებლად უნდა მოინახულო ეს ადგილი, რადგან პარკს მრავალი ფერის ტიტა ამშვენებს, რაც მართლაც შთამბეჭდავი სანახაობაა.
5. სტამბულში ყოფნისას, აუცილებლად დააგემოვნე ადგილობრივი კერძები
სტამბულში სანახავი კიდევ ბევრია და ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, რაც ამ ქალაქს ასეთ მიმზიდველს ხდის მოგზაურთათვის, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეს ტრადიციული კერძების დაგემოვნება. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, მდიდარი და გემრიელი სამზარეულოს გულია. ეს ქვეყანა შესაძლოა განთქმულია ქაბაბით, თუმცა ის მხოლოდ ერთ-ერთია თურქეთის მრავალფეროვანი კერძებიდან
გახსოვდეს, სადაც არ უნდა წახვიდე, თუ შენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფები, აუცილებელია გქონდეს სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც გიცავს გაუთვალისწინებელი რისკებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა ახალი ღირსშესანიშნაობებისა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობასთან ასოცირდება, მას შეიძლება თან ახლდეს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული უამრავი გამოწვევა და სირთულე.
თუ საზღვარგარეთ ხშირად იმყოფები ან მოგზაურობაზე ოცნებობ, სასარგებლო იქნება იმ პოტენციური ხარჯების გათვალისწინება, რომლებიც უცხო ქვეყანაში დაშავებასთან ან სერიოზულ ავადმყოფობასთანაა დაკავშირებული.
სამოგზაურო დაზღვევა დაგეხმარება მსგავსი გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურებაში და მოულოდნელ სამედიცინო გადაუდებელ შემთხვევაზე დარდი არ მოგიწევს.
თუ მოგზაურობა შენი ოცნებაა, ამას ყოველთვის მოახერხებ, მით უმეტეს, თუ იცი, როგორ იმოგზაურო ბიუჯეტურად, თუნდაც ძვირადღირებული და მოთხოვნადი მიმართულებით. ამისათვის გაითვალისწინე რამდენიმე რჩევა:
- ავიაბილეთები შეიძინე წინასწარ;
- აირჩიე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია;
- უარი თქვი ჩასაბარებელ ბარგზე;
- შეიძინე ორმხრივი ავიაბილეთი ერთდროულად;
- ავიაბილეთების იაფად შესაძენად, გამოიყენე საძიებო სისტემა.
არსებულ უცხოურ თუ ქართულ საძიებო სისტემებს შორის, შეგიძლია Avia.ge-ს საძიებო სისტემით ისარგებლო, რომელიც საშუალებას გაძლევს, მარტივად შეარჩიო შენს მოთხოვნილებებზე მორგებული ავიაბილეთები — ფასების, თარიღების, ავიაკომპანიებისა და აეროპორტების გათვალისწინებით. ამისთვის მხოლოდ უნდა დააფიქსირო შენი სახელი, საკონტაქტო ნომერი, დანიშნულების ქალაქი და გასამგზავრებლად სასურველი თარიღი. ამის შემდეგ კი, უმოკლეს დროში დაგიკავშირდება კვალიფიციური ოპერატორი, რომელიც მოგაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ფრენასთან დაკავშირებით და დაგეხმარება სასურველი რეისის შერჩევაში.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები