საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბიუ ბიუს 10 წლის იუბილეზე კომპანია ჩირინამ ახალი საწარმო გახსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი და საინტერესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით ბრენდ ბიუ ბიუს 10 წლის იუბილეზე ქართული ქათმის ხორცის მწარმოებელმა კომპანია ჩირინამ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გახსნა.
"ბიუ ბიუს პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2013 წლის 7 ივლისს გამოჩნდა და 10 წლის შემდეგ ახალი საწარმოს დამატებით კომპანიის სტრატეგიული განვითარების შემდეგი ეტაპი დაიწყო. ჩირინას ახალი საწარმო ხორცის დამუშავების პირველი საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა და ახალი, ნედლი ხორცისგან აწარმოებს ხორცპროდუქტებს. საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. წარმოებას საკმაოდ დიდი მასშტაბი აქვს და მისი დღიური წარმოება 8-10 ტონა პროდუქციაზეა გათვლილი", — განაცხადა ნინო ვაშაკიძემ, ჩირინას დირექტორის მოადგილემ.
ხორცპროდუქტების საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 3 ჰექტრამდე მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და სოფლის განვითარების სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარის მოცულობის მხარდაჭერით განხორციელდა.
"საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. შენობის დიზაინი და დაგეგმარება შემუშავებულია ავსტრიული კომპანია Foodfab-ის მიერ, რომელიც საპროექტო სფეროს ერთ-ერთ ლიდერად არის მიჩნეული. საწარმოს შიდა სივრცე აღჭურვილია წამყვანი ევროპული კომპანიების (Schröter, GEA, Seydelmann, Rex, Henneken, Alco, Multivac და სხვა) უახლესი ტექნოლოგიების ხელსაწყო-დანადგარებით", — განმარტავს ნინო ვაშაკიძე, ჩირინას დირექტორის მოადგილე.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კომპანია ჩირინასთან ერთად განავახორციელოთ ახალი პროექტები. საწარმო გამორჩეულია იმით, რომ ხორცის დამუშავების პირველი საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა და თავად აწარმოებს ხორცპროდუქტებს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ამ ეტაპზე კომპანია ჩირინას დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 500 თანამშრომელი, რასაც ახალ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა შეემატება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას, რომელიც არ ჩერდება, მუდმივად ვითარდება და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს ეკონომიკის გაძლიერებას", — განაცხადა ოთარ სვანიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, დღეისთვის ჩირინას ამიერკავკასიაში მეფრინველეობის ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს. მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვების ქარხანა, ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია სანა. წარმოების თითოეული რგოლი აკრედიტირებულია ISO 22000 სტანდარტით HACCP-ის პრინციპებით.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები