Tbilisi Open Air 2023 — როგორ ჩაიარა 3 დღიანმა მუსიკალურმა თავგადასავალმა
უკვე 14 წელია, თბილისში მოქალაქეები და ქვეყნის სტუმრები საყვარელი შემსრულებლების მოსასმენად იკრიბებიან და ქალაქის ახალ, მრავალფეროვან ისტორიას ქმნიან.
ფოტო: თიბისი
Altervision Group-ის დაარსებული Tbilisi Open Air რეგიონის ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელიც როკის, პოპის, ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის ცნობილ შემსრულებლებს აერთიანებს. წლების განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა Deep Purple-ს, Placebo-ს, Beth Hart-ს, Archive-ს, ALT-J-ს, Sevdaliza-ს, Cigaretes After Sex-ს, David August-ს და ასეულობით სხვა მომღერალსა და ბენდს.
წლებია ფესტივალს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც ამ საოცარი გარემოსა და დღეების შექმნაში მონაწილეობენ. თიბისი უკვე მრავალი წელია Tbilisi Open Air-ის მეგობარია და მათთან ერთად დაუვიწყარ დღესასწაულსა და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მსმენელს. თიბისის მომხმარებლებმა წელს ფესტივალზე სხვადასხვა შეთავაზებითა და ფასდაკლებებით ისარგებლეს.
Tbilisi Open Air 2023-ის სამდღიან ღონისძიებაზე, ლისის საოცრებათა ქვეყანაში ერთ სცენაზე აღმოჩნდნენ Tom Odell, Kaleo, Imany, Moderat, არა, Circus Mircus, Bedford Falls და მრავალი სხვა. შედეგად, მუსიკის ნამდვილი დღესასწაული მივიღეთ.
პირველ დღეს მსმენელის წინაშე Tom Odell წარსდგა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ნამყოფია ამ ფესტივალზე, მაყურებელი მაინც განსაკუთრებულად ელოდა. მომღერალმა არაერთი ნაცნობი და ახალი სიმღერა გააჟღერა.
"ყველანი ვთანხმდებით, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში. ყოველთვის, როცა გენდომებათ ჩვენი დაბრუნება, ჩვენ დავბრუნდებით", — დაპირდა ის მსმენელს.
მეორე დღეს სტუმრების განწყობაზე Rejjie Snow-მ და Kaleo-მ იზრუნეს. რა თქმა უნდა, ჯგუფმა ყველასთვის საყვარელი Way down we go შეასრულა და მსმენელი სხვა სიმღერებზეც აამღერა.
როგორც იცით, საფესტივალო ტერიტორიაზე მთავარი სცენის გარდა Singer Stage, Eyestage და Zion Garden ფუნქციონირებს. Kaleo-ს გამოსვლის შემდეგ კმაყოფილმა სტუმრებმა სწორედ იქ გადაინაცვლეს, სადაც მათ Ben Klock, Audrey Danza, Dirty Saffi და სხვა შემსრულებლები დახვდათ.
მესამე საფესტივალო დღის სტუმრები განსაკუთრებით გაანებივრეს. ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი ფრანგი მომღერალი Imany იყო. მან სპეციალური პროექტი წარადგინა, რომელი თავისუფლების დასაცავად ბრძოლას მიუძღვნა. ალბომი რამდენიმე ცნობილი სიმღერის ქავერს აერთიანებს.
Main Stage არაჩვეულებრივი შოუთი მოდერატმა დახურა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს 3-დღიანი ზეიმის იდეალური კულმინაცია იყო.
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული იყო. ფესტივალის გარემო მსმენელის სიამოვნებასა და მათი მუსიკალური გამოცდილების გამარტივებაზე იყო მორგებული, რასაც მზიანმა ამინდმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი. მსმენელისა და ორგანიზატორების კმაყოფილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ყველაზე მასშტაბურმა მუსიკალურმა ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა.
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
გადახედვა
-
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა




კომენტარები