3 საუკეთესო სასტუმრო კახეთში, სადაც ამ ზაფხულს ხელმისაწვდომ ფასად დაისვენებთ
ფოტო: მასტერქარდი
ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, დასვენება და განტვირთვა, ჩვენი მთავარი საზრუნავი ხდება. სამწუხაროდ, ჩვენი უმრავლესობა ვერ ახერხებს ხანგრძლივი შვებულების აღებასა და ქვეყნიდან ან თუნდაც ქალაქიდან გასვლას. ასეთ შემთხვევაში იდეალურია ქალაქგარეთ უქმეებზე გასვლა და კუთვნილი განტვირთვის მიღება.
საბედნიეროდ, დედაქალაქთან ძალიან ახლოს, კახეთში, აუცილებლად აღმოაჩენთ საინტერესო და მომხიბლავ სასტუმროებს. სადაც მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად, შეძლებთ სასიამოვნო დროის გატარებას.
1. ახაშენის ღვინის კურორტი და სპა
ახაშენის ღვინის კურორტი და სპა მდებარეობს გურჯაანში, სოფელ ახაშენში. აქაური ღვინო მთელს ქვეყანაშია სახელგანთქმული — აქ მოყვანილი საფერავისგან ხომ უნიკალური გემოვნური თვისებების ღვინო მზადდება.
კურორტი სწორედ ამითაა განსაკუთრებული — სასტუმროს ნაგებობების გარშემო ვენახია გაშენებული, სადაც საფერავის ჯიშის ვაზია დარგული. კურორტის ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს საშუალება აქვთ, ადგილზე გაეცნონ ქართული ღვინის დამზადების ტრადიციებს, რომელიც უკვე 8 000 წელზე მეტს ითვლის.
ახაშენის ღვინის კურორტი მოიცავს სასტუმრო ნომრებს, სპას, საცურაო აუზს, საბავშვო და გასართობ სივრცეებს. კურორტიდან კავკასიონის ქედის საუცხოო ხედი იშლება. აქვეა შესაძლებელი ღვინისა და ყურძნის სპა პროცედურების მიღება და სხეულის გაჯანსაღება.
2. სასტუმრო სავანეთი
სასტუმრო სავანეთი მდებარეობს თელავთან ახლოს, ისტორიულ სოფელ იყალთოში, თბილისიდან 97 კმ მოშორებით. სასტუმროს ნომრებიდან იშლება ულამაზესი და მომხიბვლელი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთავარ ქედზე.
აქ ნახავთ გარე აუზს, საუნას, რესტორანს, ლაუნჯს, საბილიარდოს, მარანს და ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. სავანეთის რესტორანი სტუმრებს ნატურალური, ადგილობრივი წარმოების, სეზონური პროდუქტებით დამზადებულ ტრადიციულ კახურ და ევროპულ კერძებს სთავაზობს.
დამატებით, სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ კახეთის ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა იყალთოს აკადემია, ალავერდის მონასტერი, ძველი და ახალი შუამთის მონასტრები, ბატონის ციხე, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, გრემი, ნეკრესი, ასევე ღვინის ქარხნები, სახლის მარნები და მრავალი სხვა.
3. ბაბანეურის მარანი
ბაბანეურის მარანი ქვემო ალვანის თემში მდებარეობს. ერთ სივრცეში მოქცეული მარანი, სასტუმრო, ღია საცურაო აუზი, საკონფერენციო სივრცე სტუმრებს მყუდრო გარემოს და გამორჩეულ ღვინოს სთავაზობს. კავკასიონის მთავარი ქედის ძირში მდებარე ბაბანეურის მარანი ოთხივე სეზონზე გიმასპინძლებთ. ეს გამორჩეული არქიტექტურული სტილის სასტუმრო 28 სტუმარზეა გათვლილი.
სასტუმროს და მარნის ტერიტორიაზე უძველესი დასახლების და ღვინის წარმოების კვალია აღმოჩენილი. ამას ადასტურებს ვენახში ნაპოვნი არტეფაქტებიც. ისტორიული წარსული ეტყობა მიწას, სადაც უნიკალური ვაზი ხარობს. 11 ჰექტარზე ოთხი ჯიშის ვაზია გადაჭიმული: კახური მწვანე, საფერავი, ქისი, რქაწითელი. ხედად - ალავერდი, მაღრანი, აგროხი.
აქაურობა ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმარზეა მორგებული. ეზოში საბავშვო ატრაქციონები დგას და, რა თქმა უნდა, კახური სუფრის მასტერკლასები იმართება. ეს სივრცე, დასვენებასთან ერთად, საუკეთესო ადგილია სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.
შემოთავაზებული 3 საუკეთესო სასტუმროს დაჯავშნას, საუკეთესო ფასად, რაღა თქმა უნდა, SWOOP-ზე შეძლებთ. მაგრამ ამ ზაფხულს, Mastercard-თან ერთად, დასვენება და განტვირთვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომია:
1-ლი ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით, შეარჩიეთ თქვენი ფავორიტი სასტუმრო SWOOP-ზე, გადაიხადეთ Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით და მიიღეთ 20%-მდე დამატებითი ფასდაკლება.
შეარჩიეთ თქვენს სურვილებზე მორგებული ადგილი, გადაიხადეთ Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით და შექმენით ცხელი ზაფხულის შეუფასებელი მოგონებები!
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები