სრულად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის მსოფლიო პრემიერა დღეს, 7 ივნისს შედგება
ფოტო: ვოლვო
შვედური ავტოგიგანტი სრულად ელექტრო Volvo EX30-ის მსოფლიო წარდგენისთვის ემზადება. პრეზენტაცია დღეს მილანში, საქართველოს დროით 15:30-ზე გაიმართება. ახალი მოდელის ხილვა ლაივსტრიმის მეშვეობით მთელ მსოფლიოში იქნება შესაძლებელი. Volvo EX30 ბრენდის მოდელებს შორის ყველაზე პატარა SUV-ია, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი შესაძლებლობები შთამბეჭდავია. შეიძლება ითქვას, რომ ის არის ყველაზე ეკომეგობრული ავტომობილი ვოლვოს ისტორიაში, მინიმუმამდე შემცირებული გამონაბოლქვით. ახალი EX30 SUV-ის შემთხვევაში ნახშირბადის გამოყოფა 25%-ით არის შემცირებული ვოლვოს სრულად ელექტრიფიცირებულ C40 და XC40 მოდელებთან შედარებით.
ფოტო: ვოლვო
"Volvo EX30-ით ჩვენ მიზნად დავისახეთ, პრემიუმ ხარისხის ელექტროგადაადგილება ბევრად უფრო ფართო აუდიტორიას შევთავაზოთ. ვიცით, რომ ელექტრომობილებზე გადასასვლელად ექსპლუატაციის ხარჯები და ღირებულება კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ ავტომობილით გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ EX30 არის პატარა, მაგრამ ძლიერი ავტომობილი, ის გთავაზობთ ყველაფერს, რაც Volvo-სგან გსურთ, მაგრამ უფრო მცირე ფორმატში. ვოლვოს ნებისმიერი მოდელის მსგავსად, ის უსაფრთხოა და შექმნილია ადამიანებისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებით", — აღნიშნავს იმ როუანი, ვოლვოს აღმასრულებელმა დირექტორი.
ვოლვოს წარმომადგენლების თქმით, მათ სტრატეგიულ ტრანსფორმაციაში EX30 კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ბრენდის სტრატეგიაა, 2025 წლისთვის ჯერ 40 პროცენტით შეამციროს CO2-ის გამონაბოლქვი, ხოლო 2040 წლისათვის კლიმატის თვალსაზრისით ნეიტრალურ კომპანიად იქცეს.
ემისიების შემცირებაზე საუბრისას აღსანიშნავია ისიც, რომ პატარა ავტომობილის დასამზადებლად ნაკლები მასალაა საჭირო. სწორედ ალუმინი და ფოლადია ის ორი ყველაზე დიდი მიზეზი, რომლებსაც CO2-ის გამოყოფა უკავშირდება. იგივეა მიდგომა სალონისა და ფუნქციონალის შემთხვევაშიც. ვოლვოს დიზაინერებმა Volvo EX30-ის რამდენიმე ფუნქცია გააერთიანეს ერთ კომპონენტში. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილში საჭირო ნაწილების რაოდენობას ამცირებს.
ფოტო: ვოლვო
დამცავი სისტემები
EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით.
მაგალითად, მას აქვს უსაფრთხოების სპეციალური ფუნქცია ველოსიპედებისათვის, რომელიც ეხმარება, თავიდან აიცილოს ეგრეთ წოდებული "კარის გამოღებისას" ავარიები.
ასეთი ინციდენტების შესამცირებლად Volvo EX30 აღჭურვილია კარის გაღების სიგნალით, რომელიც მძღოლს გამაფრთხილებელი სიგნალით მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებს. კარის გაღების გაფრთხილება ვოლვოს Safe Space ტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია.
სიმშვიდის შეგრძნება
EX30-ს მოჰყვება ციფრული გასაღების ფუნქციაც, რაც საკმაოდ მოსახერხებელია და აადვილებს ავტომობილის სხვებთან გაზიარებას. აგებულია რა UWB და CCC ინდუსტრიის მოწინავე სტანდარტებზე, მისი ტექნოლოგია თავსებადი იქნება ტელეფონების ბრენდებისა და მოდელების ფართო სპექტრთან.
ახალი მოდელისთვის შექმნილი აპლიკაცია მოიცავს ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მომსახურებას, დაწყებული დატენით, დამთავრებული სავსე ავტოსადგომზე თქვენი მანქანის პოვნით.
ფოტო: ვოლვო
დიზაინი
EX30-ში წარმოდგენილია ვოლვოს დიზაინის ყველა ღირებულება, თუმცა უფრო მცირე ფორმატში. ღერძებს შორის დიდი მანძილი, დიდი ბორბლები და თანაბარი შვერილები ექსტერიერს დაბალანსებულსა და დახვეწილს ხდის. ის ერთმნიშვნელოვნად ელექტრომობილია, თავდაჯერებული ექსტერიერით, დახურული ფარით და Thor's Hammer-ის ფარების ციფრული გამოსახულებით; ექსტერიერის ხუთი მკვეთრი ფერით, ელეგანტური ღია ლურჯიდან ნათელ და ექსპრესიულ მკვეთრ ყვითლამდე.
ბატარეის საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური მახასიათებლები
მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს ბატარეის ტექნოლოგია, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მის მოთხოვნებს. ვოლვო EX30-ს სამი ელექტროტრანსმისიის ვარიანტით და ორი განსხვავებული ტიპის ბატარეით გთავაზობთ, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, შემოგთავაზოთ მიმზიდველი ფასი EX30-ის ბაზარზე წარმოდგენისთვის.
თუ დროის უმეტეს ნაწილს ქალაქში ატარებთ ან უფრო მოკლე მანძილებს გადიხართ დამუხტვებს შორის, ვოლვო გთავაზობთ ერთძრავიან ვარიანტს LFP ბატარეით. LFP სტანდარტული დიაპაზონის ბატარეა, რომელიც ლითიუმის რკინის ფოსფატის ქიმიურ შენაერთს იყენებს, უფრო ეკონომიურია და საწარმოებლად ნაკლებ რესურსს მოიხმარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესო ვარიანტია, თუ მაქსიმალური დიაპაზონი არ გჭირდებათ.
თუ თქვენ გირჩევნიათ დიაპაზონის მაქსიმალური გაზრდა — NMC გაფართოებული დიაპაზონის ბატარეით, EX30 უდავოდ თქვენი არჩევანი გახდება. NMC აკუმულატორი შეიცავს ლითიუმს, ნიკელს, მანგანუმსა და კობალტს და თავის ენერგიას უფრო ეფექტურად გამოიმუშავებს, ვიდრე LFP ვარიანტი. ეს ერთძრავიანი, გაფართოებული დიაპაზონის მქონე ვარიანტი აკუმულატორის დამუხტვებს შორის 480 კმ-ამდე მანძილის გავლის საშუალებას გაძლევთ.
დაბოლოს, თუ ფუნქციონალი თქვენი პრიორიტეტია, აირჩიეთ Twin Motor Performance ვარიანტი, რომელშიც გათვალისწინებულია NMC აკუმულატორი დამატებით მეორე ელექტროძრავთან. EX30-ის ეს სრულამძრავიანი ვარიანტი უზრუნველყოფს 315 კვტ (428 ცხ.ძ.) და 0-100 კმ/სთ-დან 3.6 წამში აჩქარებს — ის ოფიციალურად არის ვოლვოს ყველაზე სწრაფად აჩქარებადი მანქანა ვოლვოს ისტორიაში.
EX30 გამოირჩევა სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობით. გაფართოებული დიაპაზონის Twin Motor ვარიანტს აქვს დატენის სიმძლავრე 153 კვტ-მდე, ხოლო სტანდარტული დიაპაზონის ავტომობილს — 134 კვტ სიმძლავრე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ, თქვენი აკუმულატორი 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტოთ 25 წუთზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. მანქანის ცენტრალური ეკრანისა და აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია, დააყენოთ ამპერაჟი, დამუხტვის მაქსიმალური დონე და თავად განსაზღვროთ, როდის გსურთ დამუხტვის დაწყება.
მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით Volvo EX30 შექმნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის.
Volvo EX30 დღეიდან ხელმისაწვდომი გახდება შერჩეულ ბაზრებზე.
შვედური ბრენდის მოლოდინია, რომ მომდევნო წლებში EX30 ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი იქნება. ამის მიზეზი კი მომხმარებლების მხრიდან გლობალურად მზარდი მოთხოვნაა მცირე, სრულად ელექტრიფიცირებულ პრემიუმ SUV-ებზე.
გასულ წელს Volvo Car Group-ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა. გლობალური მასშტაბით ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა 330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.
სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას ვოლვო ქარ კავკასია წარმოადგენს. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
-
გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს — ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს — ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ
-
ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
კომენტარები