5 რჩევა, რომელიც კიბერთაღლითობის გაშიფვრაში დაგეხმარება
ფოტო: Vector
ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გამომდინარე იქიდან, რომ დიდ დროს სმარტფონებთან და ლეპტოპებთან ვატარებთ, ონლაინ ეპოქაში ახალი საფრთხე — კიბერდანაშაული გაჩნდა, რომლის მთავარი მიზანი შენს ფინანსებზე წვდომა და პირადი ინფორმაციის მოპოვებაა.
ტექნოლოგიების ეპოქაში კიბერთაღლითები უამრავ სქემას იყენებენ, რათა შენამდე მოაღწიონ. თან ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ კიბერთაღლითური სქემების გაშიფვრა არც ისე მარტივი საქმეა. სწორედ ამიტომ, სტატიაში იმ 5 სქემის შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც კიბერთაღლითები ჩვენს მოსატყუებლად ყველაზე ხშირად იყენებენ.
1. ნაცნობი კომპანიის სახელით გამოგზავნილი ყალბი სმს დავალიანების გადახდაზე
დავალიანების შესახებ მიღებული შეტყობინება ბევრ ჩვენგანს მოქმედებისკენ უბიძგებს. ამ სქემაში კიბერთაღლითები სწორედ მსგავს სმს გზავნილს იყენებენ. ყალბი სმს რომელიმე მომსახურების, მაგალითად, Netflix-ის ან საქართველოს ფოსტის სერვისის გადასახადის შესახებ გატყობინებს და თანხის ჩასარიცხად ბმულსაც გთავაზობს.
ყალბ ბმულზე გადასვლის შემდეგ კი, ბარათის მონაცემების შეყვანაა საჭირო, რაც პირდაპირ კიბერთაღლითის ხელში ხვდება. ამის შემდეგ თაღლითი მოპარული ბარათის მონაცემებს Apple/Google Pay wallet-ში ამატებს, რა დროსაც ოპერაციის დადასტურებისთვის სმს კოდი იგზავნება, რომლის შეყვანასაც ისევ ყალბი ვებგვერდი გთხოვს. ასე და ამგვარად, შენს ბარათს კიბერთაღლითი აკონტროლებს!
რჩევა:
პირველ რიგში, როგორ დამაჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს სმს ან კომპანიის სახელი, სხვის მიერ გამოგზავნილ საეჭვო ბმულზე არ უნდა გადახვიდე, მით უმეტეს, "დავალიანების" ჩარიცხვა არ უნდა სცადო. დავალიანების გადამოწმება ოფიციალურ ვებგვერდზე ან კონკრეტული კომპანიის აპლიკაციაშიც შეგიძლია. ხშირად კიბერთაღლითების მიერ გამოგზავნილი ბმულები ნამდვილი ვებგვერდისგან რამდენიმე სიმბოლოთი განსხვავდება. ამიტომ, კარგად უნდა დააკვირდე მისამართს, რომელსაც დასაწყისში ბოქლომიც უნდა ეხატოს.
ფოტო: Dribbble
2. სანდო კომპანიების სახელით დაანონსებული ყალბი აქციები და გათამაშებები
ერთ-ერთი გავრცელებული თაღლითური სქემაა, როცა ნაცნობი კომპანიის, მაგალითად, ბანკის სახელით სხვადასხვა აქციასა თუ გათამაშებას გთავაზობენ. სასურველი ნივთის აქციით შესაძენად ან გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, მთავარი მოთხოვნა ყალბ ბმულზე გადასვლა და პირადი ინფორმაციის შეყვანაა. კიბერთაღლითები ასეთ დროს ბანკების დისტანციური არხების მსგავს გვერდს იყენებენ, რომელიც ერთი შეხედვით, რეალური ბანკის გვერდს მართლაც ჰგავს.
ყალბ მისამართზე გადასვლის შემდეგ იუზერისა და პაროლის შეყვანაა საჭირო, რომლებსაც კიბერთაღლითები ავტომატურად "გპარავენ". პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ კი ტელეფონზე ერთჯერადი კოდიც იგზავნება, რომლის ჩაწერასაც ისევ ყალბი ვებგვერდი გთხოვს. გამოდის, რომ კიბერთაღლითს მთელ ინფორმაციას თავად უზიარებ, კოდის დადასტურების შემდეგ კი, ის შენს თანხას ითვისებს.
რჩევა:
დღეს თაღლითები მარტივად ახერხებენ კომპანიებთან, მათ შორის ბანკებთან მიმსგავსებული ყალბი გვერდების შექმნას. ამიტომ, კარგად დააკვირდი სახელს, ის ბანკის ნამდვილი დასახელებისგან მხოლოდ ერთი სიმბოლოთი შეიძლება განსხვავდებოდეს. იგივე ეხება კიბერთაღლითების მიერ გაყალბებული ვებგვერდის მისამართს, რომელიც რეალურისგან მხოლოდ ერთი სიმბოლოთი შეიძლება განსხვავდებოდეს.
3. შენი უძრავი ქონებით "დაინტერესებული" უცნობების ზარები
ეს სქემა ასე მოქმედებს: კიბერთაღლითი სხვადასხვა ვებგვერდზე უძრავი ქონების გაქირავების განმცხადებელს უკავშირდება. თაღლითი თავიდან უძრავი ქონების შესახებ სხვადასხვა კითხვას სვამს, რათა დაგარწმუნოს, რომ ბინის შეძენით ან ქირაობით დაინტერესებულია, ბოლოს კი გეუბნება, რომ თანხა უნდა ჩაგირიცხოს. შენი უძრავი ქონებით "დაინტერესებული პირი" Western Union-ის ბმულსა და გზავნილის კოდს გიგზავნის.
უმეტეს შემთხვევაში, კიბერთაღლითის მიერ გამოგზავნილი კოდით ციფრულ ბანკში გზავნილის პოვნა შეუძლებელია, რადგან ის არ არსებობს. ამის შემდეგ კი, კიბერთაღლითი გთავაზობს, რომ მის მიერ გამოგზავნილი Western Union-ის ბმული გამოიყენო და გზავნილი ამ გზით მიიღო. ბმულზე გასავლის შემდეგ ვებგვერდი გთხოვს, კიბერთაღლითის მიერ გაზიარებული გზავნილის კოდი შეიყვანო. ამის შემდეგ ყალბი ვებგვერდი გთავაზობს, ის ბანკი აირჩიო, რომელშიც თანხის მიღება გსურს. ბოლოს კი, შენი სასურველი ბანკის მსგავს ყალბ ვებგვერდზე პირადი მონაცემები შეგყავს, რითაც კიბერთაღლითებს შენს ციფრულ ბანკსა და თანხებზე წვდომას აძლევ.
რჩევა:
დღესდღეობით ეს ყველაზე რთულად გასაშიფრი ფიშინგის სქემაა, რადგან გზავნილის კოდის გამოგზავნით კიბერთაღლითები ნდობას მარტივად იპოვებენ. არ დაგავიწყდეს, რომ კიბერთაღლითებს ყალბი ბმულების მეშვეობით Western Union-ის სახელის გამოყენებაც შეუძლიათ. არასდროს შეიყვანო პირადი მონაცემები უცხო ადამიანების მიერ გამოგზავნილ ბმულზე. მეტიც, თუ შენიშნე, რომ სიტუაცია საეჭვოა, მასთან დიალოგი მაშინვე შეგიძლია დაასრულო.
4. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი შეთავაზებები
ამ სქემაში კიბერთაღლითები ჩვენი ყურადღების მიქცევას მიმზიდველი შემოთავაზებებით ცდილობენ, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. მაგალითად, მობილურ სერვისების დაბალი ტარიფის ან იაფი ინტერნეტ პაკეტების შესახებ გვწერენ არარსებულ აქციაში ჩასართავად კი ისევ ყალბ ბმულზე გადასვლაა საჭირო.
იმისთვის, რომ იაფი სერვისები შეიძინო, კიბერთაღლითები კომპანიების დისტანციური არხების მსგავს გვერდზე გამისამართებენ, სადაც იუზერი და პაროლი შეგყავს. ამ მომენტში შენი ინფორმაცია ყალბ ვებგვერდზეა შეყვანილი, საიდანაც თაღლითი პაროლს გპარავს. ერთჯერადის კოდის დადასტურების შემდეგ კი, შენი ბარათიდან კიბერთაღლითს თანხის მითვისებაში ხელს არაფერი უშლის.
რჩევა:
გახსოვდეს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები მესენჯერის მეშვეობით იაფი სერვისების შესახებ არ გვწერენ და რაც მთავარია, არც პირადი ინფორმაციის შევსებას მოგთხოვდნენ. თუ სოციალურ ქსელში მსგავსი შემოთავაზება მიიღე, უნდა დაფიქრდე, რომ შესაძლოა კიბერთაღლითი შენს მახეში გაბმას ცდილობდეს. ასევე გახსოვდეს, რომ პირადი საბანკო მონაცემები, შემდეგ კი ერთჯერადი კოდი, არავის უნდა გაუზიარო.
ფოტო: Dribbble
5. ვებგვერდზე განთავსებული შენი ნივთის "შეძენის მსურველების" ზარები
თუ ვებგვერდზე განთავსებული შენი ნივთის შეძენის შესახებ გიკავშირდებიან, თითქოს, ამაში საეჭვო არაფერია. თუმცა კიბერთაღლითებმა ასეთ სიტუაციასაც მოარგეს სქემა, რათა შენი პირადი ინფორმაცია მოიპოვონ. თაღლითები WhatsApp-ის ან Viber-ის მეშვეობით გიკავშირდებიან და გეუბნებიან, რომ მაგალითად, MyMarket /MyAuto-ზე განთავსებული შენი ნივთის შეძენა სურთ, თან საკურიერო სერვისისთვის თანხის გადახდას გთხოვენ, რისთვისაც ყალბი ვებგვერდის ბმულს გიგზავნიან.
ბმულზე გადასვლის შემდეგ კი უნდა მიუთითო სასურველი ბანკი, საიდანაც საკურიერო მომსახურების თანხას გადაიხდი. ეს ბმული რომელიმე კომპანიის ამ ბანკის მსგავს ვებგვერდზე გადაგიყვანს და იუზერისა და პაროლის შეყვანას გთხოვს, რომელსაც ავტომატურად კიბერთაღლითს უზიარებ. ამ სქემაში თაღლითები ხშირად იმასაც გეუბნებიან, რომ შენთვის ნივთის საფასურის ჩარიცხვა სურთ, რისთვისაც ისევ ყალბ ბმულს გიგზავნიან, რომელიც პირად მონაცემებს გთხოვს და კვლავ მახეში გაბამს.
რჩევა:
გახსოვდეს, რომ გასაყიდი ნივთის საფასურის მისაღებად მხოლოდ ანგარიშის ნომრის გაზიარებაა საჭირო და არა რომელიმე ვებგვერდზე იუზერისა და პაროლის შეყვანა. ასეთ შემთხვევაში უკვე უნდა დაეჭვდე, რომ კიბერთაღლითები შენს მახეში გაბმას ცდილობენ. ამასთანავე, საეჭვო ბმულზე პირადი მონაცემების შეყვანა, განსაკუთრებით იუზერისა და პაროლის, ყოველთვის სარისკოა, მით იმეტეს მაშინ, როცა ამას სრულიად უცნობი ადამიანი გთხოვს. მართალია, ნივთის გაყიდვა და თანხის მაშინვე ჩარიცხვა მიმზიდველი წინადადებაა, თუმცა კარგად უნდა დააკვირდე, ამის განსახორციელებლად შენგან რა ინფორმაციას ითხოვენ.
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები