ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე" საქართველოს ევროვიზიის წიგნის კონკურსზე წარადგენს
ფოტო: Danny Merz / Sollsuchstelle Photographie | გამომცემლობა ინტელექტი
უელსის პატარა ქალაქი ჰეი ყოველწლიურად, გაზაფხულის მიწურულსა და ზაფხულის დასაწყისში, ლიტერატურისა და ხელოვნების მასშტაბურ, 10-დღიან ფესტივალს მასპინძლობს. 1988 წელს დაფუძნებული ღონისძიება, რომელიც თავის დროზე ბილ კლინტონმა გავლენიანობით ვუდსტოკსაც კი შეადარა, დღეს ბრიტანელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად მიიჩნევა.
ჰეის ფესტივალზე წელს განსაკუთრებული სიახლეა — რადგან ბრიტანეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 25 წლის შემდეგ პირველად მასპინძლობს, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ევროფესტივალის ანალოგი შეექმნათ. ევროვიზიის წიგნის კონკურსი, რომელიც წელს პირველად იმართება, ხაზს უსვამს ლიტერატურის როლს ქვეყნებს შორის საყოველთაო ღირებულებების გავრცელებაში.
სწორედ ამიტომ, წელს გადაწყდა, რომ კონკურსში მონაწილეობა 37 წიგნს მიეღო — თითოეული წლევანდელ ევროვიზიაზე მონაწილე ერთ-ერთი ქვეყნიდან. შერჩევის პროცესში ათასობით მკითხველი მონაწილეობდა, ევროვიზიის ფინალამდე ერთი დღით ადრე კი, 12 მაისს, ორგანიზატორებმა რჩეული წიგნების სია გამოაქვეყნეს.
სიის მიხედვით, ევროვიზიის წიგნის წლევანდელ კონკურსზე საქართველოს ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლე (ბრილკას) წარადგენს. 37 ქვეყნიდან საუკეთესო ნაწარმოების გამოვლენაში ფესტივალის სტუმრებიც მიიღებენ მონაწილეობას, გამარჯვებული კი 2 ივნისს დასახელდება.
აღსანიშნავია, რომ 37 წიგნის ჩამონათვალი მრავალფეროვანია — განსხვავდება ჟანრობრივად და ეპოქითაც კი. თუმცა, ყველა მათგანი მაინც აკმაყოფილებს კონკურსის მთავარ მოთხოვნას — გამოცემულია ევროვიზიის დაარსების, 1956 წლის, შემდეგ.
ევროვიზიის წიგნის კონკურსის რჩეულ ავტორებს შორის კი, ხარატიშვილთან ერთად, აღმოჩნდნენ ისმაილ კადარე (ალბანეთი), მარკუს ზუზაკი (ავსტრალია), მილან კუნდერა (ჩეხეთი), ტუვე იანსონი (ფინეთი), ოლგა ტოკარჩუკი (პოლონეთი), მარჯან სატრაპი (საფრანგეთი), პატრიკ ზიუსკინდი (გერმანია), ელენა ფერანტე (იტალია), მილორად პავიჩი (სერბეთი), სერჰი ჟადანი (უკრაინა) და სხვები.
ფოტო: Hay Festival
იმის მიუხედავად, რომ მერვე სიცოცხლე კონკურსზე საქართველოს წარადგენს, რომანი გერმანულ ენაზეა დაწერილი. 2014 წელს გამოცემული ეს მასშტაბური წიგნი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბესტსელერად იქცა. ხარატიშვილი "ტოლსტოის მემკვიდრედაც" მოუხსენიებიათ. მისი წიგნები მსოფლიოში მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. მერვე სიცოცხლით ავტორი გახდა ბუკერის საერთაშორისო პრემიისა და დუბლინის ლიტერატურული პრემიის ნომინანტი. ხარატიშვილს გერმანიაში ასევე მიღებული აქვს კარლ ცუკმაიერის მედალი და გიზელა ელსნერის პრემია.
წინა წლის მიწურულს ქართულად ითარგმნა მწერლის ამ დროისთვის ბოლო რომანი უკმარი სინათლე. აღნიშნული წიგნი გასულ წლის ბერლინალეზე იმ 10 საუკეთესო რომანს შორის დაასახელეს, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ. ჯერ კიდევ ორიგინალურ ენაზე გამოცემამდე ხარატიშვილის ამ ნაწარმოების თარგმნის უფლება 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამომცემელ HarperCollins-ზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ენაზე წიგნის გამოცემიდან მესამე დღეს ტირაჟი ამოიწურა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები