დავით კეზერაშვილი ფორმულას საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს
ამის შესახებ განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც ფორმულამ გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: BBC Eye-მ მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც დავით კეზერაშვილი, თავდაცვის ყოფილ მინისტრო ქოლცენტრების თაღლითურ სქემებთან კავშირში ამხილა.
- სქემის მიხედვით, ქოლ-ცენტრების თანამშრომლებს წვდომა ჰქონდათ მონაცემთა ბაზაზე, ურეკავდნენ ადამიანებს, ადგენდნენ მათ ფინანსურ მდგომარეობას და სხვადასხვა სარგებელს სთავაზობდნენ, ნდობაში შესვლის შემდეგ კი ამ ადამიანების დანაზოგებს ითვისებდნენ.
- გამოძიებისას გამოააშკარავეს 152 ბრენდი, მათ შორის Milton Group, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითური ქსელის ნაწილია.
- BBC Eye-მ დაიწყო მილტონის ჯგუფის კორპორაციული დოკუმენტების შესწავლით და ჯგუფის კომპანიებს შორის გარკვეული კავშირები გამოავლინა.
- მათი ვარაუდით, ამ კომპანიების უკან დგას დავით კეზერაშვილიც, მაგრამ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ქსელთან დააკავშირებს — თუმცა, მისი სახელი ფიგურირებს პანამას დოკუმენტებში, როგორც თაღლითურ ქსელთან დაკავშირებული კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის ან მეწილის.
- კეზერაშვილმა ბრალდებები თავიდანვე უარყო და განაცხადა, რომ BBC-თან კითხვები აქვს და სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს.
დეტალები: დღევანდელ განცხადებაში კეზერაშვილი ამბობს, რომ მის ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან გასვლას არ განიხილავს. თუმცა იღებს გადაწყვეტილებას მისი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია ფორმულას მისცეს ახალი მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, "რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი მისგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია)".
- "გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც", — ვკითხულობთ კეზერაშვილის წერილში.
- მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, თავისუფალ მედიას მისი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება სხვა საარსებო წყარო და პოლიტიკიდან წასვლის პირობასაც დებს.
- "აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში", — წერს ის.
გარდა ამისა, კეზერაშვილი საუბრობს ოლიგარქიულ მმართველობაზე, ჯარის თანხების გაფლანგვისა და ქოლცენტრების კორუფციის ბრალდებებზე.
- ამბობს, რომ არ მაქვს შეკითხვა, რატომ გახდა წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სამიზნე.
- "რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით ხდება — პოლიტიკური თანამდებობის პირების უსაფუძვლო კამპანიური განცხადებები, კლანური სასამართლოს გადაწყვეტილებები, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ყოველდღიური ცრუ ბრალდებები — არის ნიშანი იმისა, რომ ერთ-ერთი მსხვილ სამიზნედ ვარ შერჩეული და ხელისუფლებას ნებისმიერ ფასად უნდა ჩემი, როგორც საქმიანი რეპუტაციის დაზიანება, ასევე, რეალური მიზნების ბინძური მეთოდებით ინტერპრეტირება", — წერს ის.
- ამბობს, რომ არ აპირებს "ბრალდებების ნიაღვართან ბრძოლის ემოციურ ნაწილზე" შეჩერდეს და ხალხს მიმართავს წარმოიდგინონ, რას ნიშნავს იმ მესიჯზე თვალყურის დევნება, თითქოსდა მის ხელში გაიფლანგა ქართულ ჯარის წვრთნისა და აღჭურვისთვის განკუთვნილი მილიონები — "იმ ჯარის, რომელსაც მთელი გულითა და გონებით ვემსახურე".
ქოლცენტრები და BBC-ის გამოძიება: კეზერაშვილის თქმით, მას და მის ოჯახს გააზრებული აქვთ რა ბრძოლაში არიან, მაგრამ მაინც განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ბრალდებები ქოლცენტრებზე.
- "მის სირთულეს კი განაპირობებს ის სამწუხარო ფაქტორი, რომ ჩემს წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი გახდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამორჩეული საერთაშორისო მედიასაშუალება, რომლის ტრადიციულ რეპუტაციულ გამართულობასაც შეუძლებელია პატივი არ სცე", — წერს ის.
- იმეორებს იმასაც, რომ ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმისთვის მომზადებულ საგამოძიებო მასალაში მასთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც, საერთო სურათში, სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება.
- "პირველ რიგში, საგამოძიებო მასალის ავტორის შესახებ: ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას - The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია", — წერს კეზერაშვილი და ჟურნალისტს რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივების გამეორებაში ადანაშაულებს.
- "ტყუილია, თითქოს მე უარი ვთქვი ჟურნალისტთან თანამშრომლობაზე. არსებობს ავტორთა ჯგუფთან ჩემი იურისტების არაერთი კომუნიკაციის დამადასტურებელი დაახლოებით 50 გვერდიანი დოკუმენტები. აღვნიშნავ, რომ მის მასალებში არ მოხვდა ჩემი მხრიდან მიწოდებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არგუმენტირებულად უარყოფდა მის ვარაუდებსა და დაშვებებს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან ჩემი კავშირების შესახებ", — აღნიშნავს ის.
- მისივე თქმით, როცა ფილმის ეპიზოდში ჟურნალისტი საცხოვრებელ სახლში მიდის და ამბობს, რომ კეზერაშვილი არ ჩაეწერა, ეს მოხდა დაახლოებით დილის 7 საათზე.
- "მას სახლში დახვდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ბუნებრივია, მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები ვერ ექნებოდა", — ამტკიცებს ის.
მილტონ ჯგუფზე: კეზერაშვილი უარყოფს მილტონ ჯგუფთან ყოველგვარ კავშირს. მისი თქმით, ტყუილია, თითქოს ჩართული იყო ტექ-კომპანიაში, რომელიც ქმნიდა სავაჭრო პლატფორმებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის.
- მისივე მტკიცებით, ტყუილია, თითქოს რომელიმე კომპანია ამზადებდა ვებსაიტებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის.
- "ჩემს არცერთ კომპანიას არასოდეს გაუკეთებია ბრენდინგი ან ვებ-დომეინი ამ სავაჭრო პლატფორმისთვის. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია", — წერს ის.
- "აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შემყვანია მასალაში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ჩემი კომპანიის იმეილები და ე.წ. მილტონ ჯგუფის ვებსაიტები ერთსა და იმავე სერვერებზე მდებარეობდა. განვმარტავ: ჩემი კომპანიებისა და ჩემი იმეილის კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს მესამე მხარე. იმის გამო, რომ ჩემი ელ-ფოსტა არაერთხელ გამხდარა კიბერ თავდასხმის ობიექტი, მომსახურე კომპანია მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად ხშირად ცვლის სერვერებს. მე არ მაქვს და ვერც მექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის რომელ სერვერზეა ჩემთან დაკავშირებული კომპანიები, ან რა ინახება სხვა ამა თუ იმ სერვერსა თუ ელ-ფოსტის ე.წ. ქლაუდზე", — ამბობს კეზერაშვილი.
გაიგეთ მეტი BBC-ის გამოძიებაზე:
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები