20 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, კომპანია "Koenig & Bauer" - ის წარმომადგენლები ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებით ვორქშოპს გამართავენ.

აღნიშნულ ვორქშოპზე განხილული იქნება ბანკნოტის დიზაინის შექმნის თავისებურებები და მისი ტექნიკური დეტალები ბეჭდვის პროცესში.ვორქშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლია გრაფიკოს დიზაინერს ან/და ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის გრაფიკული დიზაინის მიმართულების სტუდენტს.

ვორქშოპში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები 12 აპრილის ჩათვლით მიიღება. მონაწილეობისათვის აუცილებელია, აპლიკანტმა წარმოადგინოს რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected]

ვორქშოპი 20 აპრილს, ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მასში მონაწილეობის მისაღებად სულ 15 მონაწილე შეირჩევა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.