"პროფესიას სქესი არ აქვს — უნდა აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს" — მოსწავლე მექანიკოსი ქალი თეგეტა მოტორსის სერვისცენტრიდან
ფოტო: თეგეტა მოტორსი
შენ გაქვს ძალა, გადადგა ეს ნაბიჯი და აკეთო ის, რაც შენი პიროვნების ნაწილია!" — დიდი დრო დასჭირდა, სანამ დომინიკა ხარხელი ამას საკუთარ თავს ეტყოდა და იმ ინტერესს გაჰყვებოდა, რომელიც სულ იყო მის ცხოვრებაში — მაშინ, როცა თოჯინებით კი არა, მანქანებით თამაშობდა; როცა ავტომობილის შეკეთებისას ავტოფარეხში მამას გვერდით ედგა და მაშინაც, როცა სწავლის დასრულების შემდეგ მცირე ბიზნესი წამოიწყო და ისიც ავტომობილებს დაუკავშირა. ამ ყველაფრის მუდმივად მეორე ადგილზე დაყენებას კი სულ რაღაც აიძულებდა. ეს არც რომელიმე ოჯახის წევრი იყო, არც მეზობელი და არც ვინმე უცნობი. ამის მიზეზი, ალბათ, უფრო ის განწყობა და აზრი იყო, რომელიც თითქოს ჰაერში ტრიალებს — რომ "მანქანა რა ქალის საქმეა" და ამ ქვეყანაში ქალებიც თითქოს თვითცენზურის კოდით იბადებიან.
დომინიკა უკვე სამი თვეა, თეგეტა მოტორსის მოსწავლე მექანიკოსია დიაგნოსტიკა-ელექტრობის მიმართულებით. ცხოვრების მთავარ ინტერესს სულ მალე რეალურ პროფესიად აქცევს და სტერეოტიპებთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავა — ცოდნით, გამოცდილებით, თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით შეიარაღებული.
"პროფესიას სქესი არ აქვს. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ არსებობს ქალისა და კაცის პროფესიები. ვინც ამ აზრს არ იზიარებს, მათი დამოკიდებულება ნაკლებად მაინტერესებს. რაკი ეს გადაწყვეტილება მივიღე და ამ მიმართულებით წავედი, ვიცოდი, რომ ასეთ დამოკიდებულებებსაც გადავაწყდებოდი, ამიტომ ეს ჩემზე გავლენას ვეღარ ახდენს. მით უმეტეს, რომ თეგეტაშ ყველაფერი სულ სხვანაირადაა. ყველას განსაკუთრებით უხარია, რომ ამ საქმით ქალებიც ინტერესდებიან, რაც ძალიან კომფორტულად მაგრძნობინებს თავს", — დომინიკა ხარხელი, თეგეტა მოტორსის მოსწავლე მექანიკოსი.
ახლა თეგეტა მოტორსის სერვისის მიმართულებაში, დიაგნოსტიკის განყოფილებაში იღებს ცოდნას. ჰყავს მენტორი, რომლის საქმიანობაშიც და ყოველდღიურ პროცესებშიც უშუალოდაა ჩართული. მუშაობს, როგორც ანაზღაურებადი სტაჟიორი და პროფესიას ეუფლება.
დაგროვილ გამოცდილებას საკუთარ ბიზნესში უკვე იყენებს. აუქციონზე შეძენილ მანქანებს გაყიდვამდე პირველად დიაგნოსტიკას თავად უკეთებს და გარკვეული ტიპის ელექტრული პრობლემების მოგვარებასაც ახერხებს. სამომავლოდ საკუთარი მცირე ბიზნესის განვითარებაზეც ფიქრობს, მაგრამ მისი მთავარი მოტივაცია მაინც ავტოინდუსტრიაში ყველაზე მსხვილ კომპანიაში დასაქმების პერსპექტივაა.
"ძალიან საინტერესო, მომხიბვლელი და ჩამთრევი პროფესიაა. პრობლემის აღმოჩენა, გადაჭრის გზის განსაზღვრა და შემდეგ პრობლემის აღმოფხვრა საოცრად აზარტული პროცესია. როცა ავტომობილი გაიმართება და რწმუნდები, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, ყველაზე მაგარი მომენტია. ზოგადად დიაგნოსტიკა დიდი და საინტერესო გამოწვევაა. ყოველ ჯერზე ურთულესი სქემებია გასახსნელი და წასაკითხი, რომლებიც ყველა მანქანის შემთხვევაში ინდივიდუალურია.
ამ საქმეში ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონს, რომ მუდმივად განვითარებადია. ყოველთვის ყველაფერი იხვეწება და ყოველდღიურად გიწევს ახალი ნიუანსების შესწავლა. თეგეტა მოტორსის მენტორების დამოკიდებულებაც განსაკუთრებულია. ნებისმიერ დროს მზად არიან, აგიხსნან და გასწავლონ. ეს კურსი თითქმის ერთწლიანია და დიდი იმედით მივისწრაფვი იმისკენ, რომ ელექტრომექანიკოსი გავხდე და თეგეტაში დავსაქმდე. აქ მუდმივი განვითარება და მუდმივად წინსვლის შესაძლებლობაა", — დომინიკა ხარხელი, თეგეტა მოტორსის მოსწავლე მექანიკოსი.
როგორც დომინიკა ამბობს, ამჯერად აზრის შეცვლას არავის და არაფრის გამო აღარ აპირებს. ზუსტად იქაა, სადაც დიდი ხნის წინ უნდა მისულიყო, თუმცა ყველაფერი ჯერ წინაა. ახლა უფრო გაძლიერებული, ჩამოყალიბებული და თავდაჯერებულია. იმისთვისაც მზადაა, რომ შესაძლოა, სტერეოტიპებმა ვინმეს მასთან მანქანის შესაკეთებლად მისვლაზე, სქესის გამო, უარი ათქმევინოს. თუმცა იცის, რომ ეს განწყობას ვეღარ გაუფუჭებს და იმაზეც ხუმრობს, რომ ზოგჯერ შეიძლება პირიქითაც მოხდეს.
"იმ ადამიანებს, რომლებმაც ოდესღაც რაღაც პროფესია აირჩიეს და ვერ ბედავენ, რეალურ ინტერესს მიჰყვნენ; რომლებსაც სტერეოტიპებით სავსე გარემო ხელს უშლის, ოცნება აიხდინონ, ვურჩევდი, გაითავისონ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს. ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი პროფესიის ათვისება. ნუ მოუსმენენ სხვის აზრს. აკეთონ მხოლოდ ის, რაც მათ გულს უნდა და რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ", — დომინიკა ხარხელი, თეგეტა მოტორსის მოსწავლე მექანიკოსი.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები