ლევან ქამუშაძე

14 Mar. 2023, 11:49

ვიდექი ჭავლი რომ წამოვიდა. ჩავიკუზეთ და რომ ავდექი, მაშინვე დავინახე ნანა. ისეთი აბობოქრებული და ჩემთვის ისეთი მართალი იყო, მაშინვე მივხვდი, რომ მისკენ უნდა წავსულიყავი, ხელი შემეწყო, გვერდში დავდგომოდი და დამეცვა. [...]

ჩვენმა ბობოქარმა ქალმა, ნანამ ჭავლი რომ აიცილა, მე სხვაგან ვიყურებოდი და პირველად თავში მომხვდა. ცოტა ნავარჯიშევი და რაგბის ამბავში გადავრჩი, რომ არ წავიქეცი, ნანას დატოვებაც არ მინდოდა. ჩემთვის ის მართალ საქციელს აკეთებდა, გვერდში დავდგომოდი უბრალოდ აი ეს მინდოდა. "მეწავლე" ბიჭი საკმაოდ აქტიურობდა და ძალიან მძიმე იქნებოდა იმიტომ, რომ ჩალურჯებებიც მქონდა, საკმაოდ მტკივნეულია ეს ჭავლი. ჩემი სულის გამოძახილი იყო და არ მინდოდა, გაჩერებულიყო, პირიქით მინდოდა, რომ გამემაგრებინა და დავხმარებოდი. 

დავიცავი საქართველოს კონსტიტუცია, აი, აქ მოსვლით. ჩემი პროტესტი თავიდან ბოლომდე მშვიდობიანი იყო. მოინდომეს ჩემი აქედან წასვლა და მე მაქვს ამის უფლება და დავრჩი აქ.

პროფესიით ქვევრის მეღვინე ლევან ქამუშაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება რატომ იდგა პარლამენტის წინ აქციაზე და ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ სამართალდამცავებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს. კადრში, სადაც ნანა მალაშხიას ევროკავშირის დროშა უჭირავს, კარგად ჩანს წითელქუდიანი ბიჭი, რომლებიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, მალაშხიას ზურგს უმაგრებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ

შპს "სოლიდუსის" მფლობელი გიორგი არველაძე BPN-თან საუბრისას აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შესული ბენზინი გალის იქით…