მამუკა მდინარაძე

11 Feb. 2023, 17:57

პატარა და ძალიან ამაყი ერი ვართ. პატარა და ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ჩვენი ისტორია სამშობლოსა და ღირსების შენარჩუნების, გადარჩენისთვის ბრძოლაა. სულ ბრძოლა გვიწევდა. დღესაც ვიბრძვით და მომავალშიც მოგვიწევს!.. ომი სამხედრო ძალადობა და დიდი ტრაგედიაა. ის ვიღაცისთვის პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კი უკიდურესი აუცილებლობაა. საჭიროების შემთხვევაში უნდა ვიომოთ კიდეც, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ! მაგრამ როდის არის ეს საჭიროების შემთხვევა თუ უკიდურესი აუცილებლობა?! უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს, ღირსების თუ უბრალოდ, ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია. ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და ყოველდღიური საბანკო სერვისებით სარგებლობისას მათ დამატებითი…