ვოლოდიმირ ზელენსკი

22 Jan. 2023, 14:28

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის ერთიანობის დღეს. ამ ისტორიულმა მოვლენამ უკრაინელების მომავალ თაობებს ორი სიბრძნე გადასცა. თუ ბრძოლა არ შეწყდა, ადრე თუ გვიან, ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება. თუ ჭეშმარიტი ერთიანობა არ იქნა მიღწეული, დამოუკიდებლობა დაიკარგება. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით სიბრძნის პირველი ნაწილის შესახებ. 24 თებერვალს კი დავამტკიცეთ, რომ მეორეც ავითვისეთ. ეს გახდა ჩვენი ერთიანობის ახალი აღორძინება. ეს აერთიანებს მილიონობით ადამიანს. ეს არის მთელი ჩვენი მიწების ერთიანობა. ყველა ჩვენი რეგიონის ერთიანობა. სადაც ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვისაა. ყველა რეგიონი იცავს ერთმანეთს.

აღარ გვაქვს უცხო ქალაქები, სოფლები და ქუჩები. ყველა ქალაქი მშობლიური ქალაქია. ყველა სოფელი მშობლიური სოფელია. ყველა ქუჩა მშობლიური ქუჩაა. მაშინაც კი, თუ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იქ. [...]

ჩვენ ერთიანი ვართ, რადგან ძლიერები ვართ. ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ერთიანები ვართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს

ბოლო წლებში ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჯერ გვიკვირდა, რომ მანქანას გამართული ტექსტის დაწერა…