ნიკა მელია

29 Dec. 2022, 12:22

მე მიხარია, როგორ ჩანს, სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად შექმნილ უმძიმეს რეალობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი, ბუნებრივია, მე არ შემიძლია. ვიტოვებ იმედს, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გვქონდა მასთან დაკავშირებით რბილად რომ ვთქვათ, პრეტენზიები, არ გვქონდა, ეს ყველაფერი ახლა არის მეასეხარისხოვანი, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.

ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნის განვითარების ვექტორზე. არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური განვითარების ვექტორზე, არამედ — ზოგადად, როგორები გვინდა, ვიყოთ. გვინდა, რომ ვკლავდეთ კვლავ პრეზიდენტს, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება რკინის ფარდის, ასე ვთქვათ, ჩამოწევა და მის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელარუსსა და პუტინის რუსეთთან ერთად თუ დეკლარირებულად უკვე ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ეს დევს სასწორზე დღეს და მე მიხარია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც შეიძლება ბევრი და ბევრი ადამიანი ყოველდღიურად ხდება, სად არის სიმართლე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აშკარად იზრდება სოლიდარობა და ხდება საჭირო აზრის კონსოლიდაცია. [...]

ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება. მაგრამ, არის საკითხები, როდესაც, შეიძლება, ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო, მაგრამ... არა, არ უარვყოფ, [რომ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი].


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები

მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები გავრცელდა და ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეიჩელ ვაისი და ბრენდან…