ევროკავშირის მხარდაჭერით, ბიოქიმფარმი საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს ზრდის
ფოტო: ბიოქიმფარმი
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგის პრეპარატებზე. შედეგად, პაციენტები ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ დაუცველები არიან. სწორედ გლობალური პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე ბიოფარმაცევტულმა კომპანია ბიოქიმფარმმა, რომელიც ანტიბიოტიკების ალტერნატიულ საშუალებებს აწარმოებს.
სულ ახლახან საწარმოში მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა. 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. შედეგად, ბაქტერიოფაგების საწარმოს გადაიარაღება და ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა მოხერხდა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია. ამ გზით, კომპანია, უახლოეს თვეებში, GMP სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს.
ბიოქიმფარმი ფაგების პრეპარატების პირველ ინდუსტრიული მასშტაბის საწარმოა საქართველოში, რომელიც სტერილური (ასეპტიკური) წარმოების გაიდლაინებს სრულად აკმაყოფილებს. მისი განახლების პროცესში, ევროკავშირთან ერთად, EBRD, FAO, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგენტო აწარმოე საქართველოში და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მონაწილეობდნენ.
ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი განმარტავს, რომ, ამ პროექტით, კომპანია საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს ზრდის, რის შედეგადაც, ფაგები, მთელ მსოფლიოში, მილიონობით პაციენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი — პრეპარატების ექსპორტი 80 ქვეყანაშია დაგეგმილი.
საწარმოს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, გააფართოვოს წარმოება საერთაშორისოდ აღიარებული წარმოების სტანდარტების შესაბამისად, გახდეს უფრო ეფექტური რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური საფრთხე", — აღნიშნავს რატი, რომელიც ცდილობს, ტრადიციების შენარჩუნების პარალელურად, წარმოების პროცესში ინოვაციური მეთოდები შეიტანოს და თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგოს.
კომპანიამ მხარდაჭერა ევროკავშირის ორი პროგრამის ფარგლებში მიიღო — EU4Business-EBRD Credit Line-ის მეშვეობით მხარდაჭერილი სესხი, რომელიც EBRD-ს პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის, პროკრედიტ ბანკის მიერ გაიცა, წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან (GMP-კარგი საწარმოო პრაქტიკა) შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად, რაც ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე წვდომისთვის სავალდებულოა. ამასთან, ევროკავშირი დამატებით გადასცემს გრანტს კომპანიას, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში. FAO-სგან კი კომპანიამ, ENPARD-ის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, €125,000-ს მოცულობის, შესაბამისი გრანტი მიიღო, რომელიც ფაგებზე დაფუძნებული, ბუნებრივი ანტიმიკრობული პრეპარატის — PowerPhage-ის წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, ბიოქიმფარმი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასაც უწყობს ხელს. კერძოდ, ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, კომპანია PowerPhage-ის წარმოების 300%-ით ზრდას შეძლებს. პრეპარატი საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიასა და მეფრინველეობის ფერმებში ანტიბიოტიკებს ანაცვლებს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ ეს წარმატება სხვა კომპანიებისთვისაც სამაგალითო იქნება.
"კომპანია ბაზარს სრულიად ახალი პროდუქტებით ამარაგებს, რომლებიც ანტიბიოტიკების ალტერნატივას წარმოადგენს. ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა და მე ვამაყობ, რომ, კომპანიისთვის დაფინანსების უზრუნველყოფით, ევროკავშირი ამ ამბის ნაწილია. კომპანიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან ინოვაციური პროდუქტი ანტიბიოტიკების ალტერნატივა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გახდება", — განაცხადა ელჩმა.
"ამ საწარმოს მეშვეობით, საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის, ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში", — ფიქრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
"მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ ძალიან დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. მეცნიერები ყველაზე უფრო მეტ პერსპექტივას ზუსტად ბაქტერიოფაგებში ხედავენ, იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვათ და მათი სიცოცხლე გადავარჩინოთ", — განმარტავს მინისტრი.
ბიოქიმფარმის ახლადმოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწრმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.
ამ ეტაპზე, ბიოქიმფარმი ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, 60-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 2 საერთაშორისო პატენტს ფლობს. თუმცა, თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე საწარმოს წინ კიდევ არაერთი გეგმა და მიზანი აქვს. მთავარი კი, კვლავაც, ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივის შექმნა და მსოფლიოსთვის მიწოდებაა. ასე აგრძელებს განვითარებას კომპანია, რომლის წარმოებული პროდუქტიც, ევროკავშირის მხარდაჭერით, მალე მსოფლიოს 80 ქვეყანაში უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
-
"3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა "3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან
გადახედვა
-
ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს
გადახედვა
-
მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო
გადახედვა
-
ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში? EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?
გადახედვა
-
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
კომენტარები