როგორ გავყიდოთ მეტი? — რა პროცესებს უმარტივებს გლოვო ლოქალი ბიზნესებს
ფოტო: Glovo
2022 წლის 5 დეკემბერს, მედია კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გლოვოს თანადამფუძნებელმა საშა მიშაუდმა და გენერალურმა მენეჯერმა არტემ კოლოსიუკმა დააანონსეს კომპანიის ახალი, ძალიან საინტერესო წამოწყება — Glovo Local. ეს წამოწყება გზას უხსნის საქართველოს ბაზრის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულებას.
იმისათვის რომ ბიზნესებმა შეძლონ მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა და შესაბამისად გაყიდვების მაჩვენებლის ცვლილება, აუცილებელია სწორი მარკეტინგ სტრატეგიის შემუშავება და პიარ ოპერაციების განხორციელება. დღესდღეობით მარკეტინგ სტრატეგიები ციფრულად ხორციელდება, რადგან ციფრულმა სამყარომ მოგვცა საშუალება იმაზე დიდ აუდიტორიაზე გავიდეთ, ვიდრე ოდესმე შეგვეძლო. ამიტომაც აუცილებელია ბიზნესს გააჩნდეს ციფრული იდენტობა და უკეთეს შემთხვევაში კი შეეძლოს ციფრულად ოპერირება.
გლოვო 100 ათასზე მეტ ადგილობრივ მცირე თუ საშუალო ზომის ბიზნესებთან თანამშრომლობს 25 ქვეყნის მასშტაბით. უახლესი კვლევის შედეგად, ცხადი გახდა რომ მომხმარებლები მეტად და მეტად არიან დაინტერესებული ციფრული ვაჭრობით, თუმცა მხოლოდ 20% პარტნიორებისა მართავს ბიზნესს ონლაინ. გლოვოს თანადამფუძნებლის, საშა მიშაუდის თქმით, ეს მონაცემები არის ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საჩქაროა ბიზნესების გაციფრულება.
აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით ასევე დგინდება, რომ სავაჭრო და სარესტორნო ინდუსტრიაში, მცირე და საშუალო ბიზნესის 80% ნერვიულობს მომავალზე, ხოლო 32% სამომხმარებლო ხარჯების შემცირების გამოწვევის წინაშე დგას. ბიზნესების თითქმის ნახევარს (46%) უჭირს ცვლილებების ტემპის შენარჩუნება. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ემატება ინფლაცია და კომუნალური გადასახადების მუდმივი ზრდა.
სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარების იდეით შეიქმნა Glovo Local, რომელიც არის ერთგვარი ერთიანი ჰაბი, სადაც ბიზნესებს შეუძლიათ იმ შეთავაზებაზე რეგისტრაცია, რომლებიც მათ დაეხმარებათ ბიზნესის გაციფრულებაში.
"ჩვენ გვჯერა, Glovo Local-ის საშუალებით, მცირე და საშუალო ბიზნესების რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება. პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი შეთავაზებები მოიცავს არხებისა და მაღაზიებისთვის განკუთვნილ ციფრულ და ლოგისტიკურ სერვისებს; ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესებს, როგორც გაყიდვის ოპერაციების მართვაში, ასევე მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებაში; სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს; მხარდაჭერას მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობებში, რათა დაეხმაროს მათ მიიზიდონ ახალი მომხმარებლები და გაზარდონ საკუთარი ბიზნესის ხილვადობა", — აღნიშნავს საშა მიქაუდი, გლოვოს თანადამფუძნებელი
Glovo Local არის პირველი პროგრამა ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, რომელიც მცირე ბიზნესისთვის სპეციალურ სერვისს უზრუნველყოფს, რათა მათი საჭიროებები ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე დააკმაყოფილოს. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება და სავაჭრო თუ სარესტორნო ინდუსტრიის მცირე და საშუალო ბიზნესებს სერვისების გაციფრულებაში დაეხმარება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები