ფრიდონ ინჯია

2 Nov. 2022, 21:03

ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს და ჩადო ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახით, როგორც ერთი ხელისუფლების პირობებში, ასევე, წინა ხელისუფლების პირობებში. ადამიანს, რომელსაც მილიარდები აქვს საქართველოში შემოტანილი და ადამიანებს, გარკვეულ ჯგუფს, რომლებსაც მილიარდები აქვთ გატანილი საქართველოდან, ხმასაც არ იღებენ და არცერთ რეზოლუციაზე ამაზე საუბარი არ არის.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს ასი ბიძინა ივანიშვილი, ასი და იგივე გზას ადგეს, იმავეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. როგორი იქნება ჩვენი საქართველო? აქ ჩვენმა მეგობარმა, არმაზმა თქვა, მიდიან საქართველოდან, კი, მიდიან. არის ეს ტენდენცია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ხალხი არ წავიდეს, აი, როცა იქნება ასი, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა. არ წავა ეს ხალხი მაშინაც, თუ ჩვენი პარლამენტი, ხელისუფლება მიიღებს ისეთს კანონებს, მისაღები იქნება იქ წასული, გაქცეული, თუნდაც ქართველები, რომლებიც ითხოვენ და უნდათ ჩამოსვლა...

რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება კანონმდებლობას და მმართველი პარტიის ხედვას, ნუ გვათამაშებთ, ჩვენ საბავშვო ბაღში არ ვართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ ბოლო წერილს გამოეხმაურა,…