პოტსდამის მუზეუმში აქტივისტებმა კლოდ მონეს ნახატს კარტოფილის პიურე შეასხეს
ფოტო: LETZTE GENERATION
ვან გოგის მზესუმზირების შემდეგ კლიმატის აქტივისტებმა ამჯერად მიზანში კლოდ მონეს ნამუშევარი ამოიღეს. კლიმატის აქტივისტებმა, სახელად "უკანასკნელი თაობა", გერმანიაში, პოტსდამის მუზეუმში კლოდ მონეს თივის ზვინებს კარტოფილის პიურე შეასხეს.
აქტივისტების თქმით, ნახატს პიურე საზოგადოების გამოსაფხიზებლად შეასხეს, რადგან, მათი აზრით, ხალხი კლიმატის კრიზისს სათანადო ყურადღებას არ უთმობს. ამის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად ხელები კედელზე მიიწებეს.
"ხალხი შიმშილობს, ხალხი იყინება, ხალხი კვდება. ჩვენ კლიმატური კატასტროფის წინაშე ვართ და თქვენ ნახატზე შესხმული პამიდვრის წვენისა და კარტოფილის პიურესი გეშინიათ. იცით, მე რისი მეშინია? მეშინია, რომ მეცნიერების მიხედვით, 2050 წელს ჩვენს ოჯახებს ვეღარ გამოვკვებავთ. ნახატზე კარტოფილის პიურეს შესხმაა საჭირო იმისთვის, რომ მოგვისმინოთ? ამ ნახატს არანაირი ფასი არ ექნება საკვებისთვის ბრძოლის დროს. როდის დაიწყებთ ჩვენს მოსმენას?", — ამბობენ აქტივისტები მუზეუმიდან გავრცელებულ ვიდეოში.
მუზეუმის წარმომადგენლების განცხადებით, ნახატს მინის საფარი იცავდა, რისი წყალობითაც, არ დაზიანებულა. პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, აქტივისტებს კედელზე მიწებებული ხელები მალევე გაუთავისუფლეს.
"უკანასკნელი თაობა" გერმანიაში მცხოვრები აქტივისტების ჯგუფია. მათი თქმით, ისინი იმ უკანასკნელ თაობას წარმოადგენენ, რომელსაც საზოგადოების კატასტროფისგან დახსნა ჯერ კიდევ შეუძლია. "უკანასკნელ თაობას" გერმანიაში საპროტესტო აქციები აქამდეც გაუმართავს.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აქტივისტებმა კლიმატის კრიზისი მუზეუმებში გააპროტესტეს. ოქტომბერში ლონდონის ეროვნულ გალერეაში აქტივისტებმა ვან გოგის მზესუმზირებს პამიდვრის წვენი შეასხეს.
ამავე თემაზე:
ლონდონის ეროვნულ გალერეაში აქტივისტებმა ვან გოგის "მზესუმზირებს" პამიდვრის წვნიანი შეასხეს
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები