სტუდენტი ამბობს, რომ სეუ-მ ფეისბუქპოსტის გამო სტატუსი შეუწყვიტა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
თამარ ლომინაძის განცხადებით, სტატუსი 5 სექტემბერს შეუჩერეს და იძულებული გახდა მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადასულიყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სტუდენტი სეუ-ს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. მისი განმარტებით, სტატუსის შეჩერების მიზეზი მისი პოსტი გახდა. როგორც თავად განმარტავს უნივერსიტეტი აპელირებს, რომ მან სეუ-ს პატივი და ღირსება შელახა.
- "პოსტში ვამბობ, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში გამოხატვის უფლება არის დაბალ დონეზე, რომ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მიწოდებს უსაქმურს. მან მითხრა, რომ არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში და მხოლოდ ამბიციები მაქვს".
- აცხადებს, რომ პოსტი იდენტიფიცირების გარეშე დაწერა — "ვფიქრობ, გადაწყვეტილება არათუ არის უსამართლო, არამედ არის პრეცედენტიც იმისა, რომ ეს არის სამარცხვინო საქართველოს განათლების სისტემისთვის".
- სტუდენტმა ბათუმელებს უთხრა, რომ უნივერსიტეტთან სამართლებრივ დავას აპირებს.
დეტალები: პოსტის დაწერამდე ლომიძე საკუთარი აზრი დააფიქსირა ერთ-ერთი სტუდენტის პოსტზე, რამაც უნივერსიტეტის რექტორის, გია კავთელიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.
- "ერთ-ერთმა სტუდენტმა დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ სხვა ყველა უნივერსიტეტის სტუდენტმა აღნიშნა გამოსაშვები საღამო და სეუ-ს სტუდენტებმა ეს ვერ გააკეთეს და თქვა, რომ "მაგარი ბანძები გამოვედით, სხვების ფონზეო".
- "ამის სქრინი გამოაგზავნა ბატონმა გიამ საერთო ჩატში, სადაც სტიპენდიანტები არიან გაერთიანებული და დაწერა, რომ ვინც ასეთ კომენტარებს გააკეთებდა, ისინი გამოსაშვებს ვერ დაესწრებოდნენ", — უთხრა მან ფორმულას.
- როგორც მედიასთან ამბობს, თანაკურსელის მხარდაჭერა სცადა და უნივერსიტეტს მოუწოდა პატივი ეცა სტუდენტების აზრისთვის. იხსენებს, რომ ამის გამო მას რექტორმა შეურაცხყოფა მიაყენა.
გარდა ამისა, სტუდენტი მაუწყებელს უყვება, რომ რექტორმა სხვა უნივერსიტეტში მობილობა "ურჩია".
- სტუდენტის თქმით, რექტორს მისწერა, რომ არ აპირებდა სადმე გადასვლას, რადგან პროგრამა მოსწონდა, რაზეც უპასუხა — "მაგასაც ვნახავთ, თუ არ გადახვალ". სწორედ ამის შემდეგ დაწერა პოსტიც.
- თამარ ლომინაძე მაუწყებელთან ამბობს იმასაც, რომ სტუდენტების აზრის კონტროლი, განსხვავებული მოსაზრების გამო შანტაჟი და მუქარა, უნივერსიტეტის რექტორატის მხრიდან ჩვეული პრაქტიკაა.
სეუ-ს განცხადებით, ეთიკის კომისიის მიერ თამარ ლომიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და უნივერსიტეტის რეგულაციებს.
- უნივერსიტეტი ამტკიცებს, რომ თამარ ლომიძის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის "ცალმხრივი და არაობიექტური", არ შეესაბამება მიმდინარე საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და არსებულ მტკიცებულებებს.
- "სტუდენტმა თავად დაადასტურა კომისიის წინაშე, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული საქმიანი რეპუტაციის შემლახავი საჯარო პოსტი იყო "პერსონიფიცირებადი და იდენტიფიცირებადი", რაც გახდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი".
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები