ფრიდონ ინჯია

4 Oct. 2022, 14:34

რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები იმას, რომ ეს ჩასვლა არ იყო კარგი და ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ მეორე მხრიდანაც კარგი იქნებოდა, რომ შეგვეხედა ამისთვის. არა მგონია, რომ ეს ინიციატივა თვითონ ლუკაშენკოსი ყოფილიყო, ჩვენ ხომ არ ვიცით რა ზეწოლა აქვს მაგას სხვადასხვა მხრიდან, ხდება ხოლმე ზეწოლები. მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, რომ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მხოლოდ კეთილ გაგებით, სიყვარულით, მოფერებით, დიალოგით შეიძლება ჩვენი გაერთიანება. თუ ლუკაშენკო საუბრობს იმაზე, რომ ის ჩავიდა იმ მხარეში და ქვეყანა მაგას არ უღიარებია და დარწმუნებული ვარ, ლუკაშენკო სიტყვის კაცი და ის არაღიარების პოლიტიკა რაც მას აქვს, მაგას ის ბოლომდე შეინარჩუნებს 99%-ით. ის დიდი მეგობრობა რაც საქართველოს გააჩნია ბელარუსთან, ამას ჩვენ საწინდრად გამოვიყენებთ და რასაცა ის ამბობს, რომ ის მეგობარი ხალხის მიმართ კუთხის მიმართ ჩავიდა, ხომ არ გაგვეერთიანებინა ჩვენ, დიალოგი დაგვეწყო ლუკაშენკოსთან, როგორ და რა, სხვანაირად არა მგონია ჩვენი გზა ომით იყოს. 

[...] ხომ არ არის საჭირო, ხელისუფლებას მივმართავ, რომ ეს სხვა დონეზე, დიპლომატიურ დონეზე განხილული იქნას და შეიძლება ეს ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენოთ. თუ იმას უნდა მეგობრობა, ჩვენც ხომ გვინდა მეგობრობა, და ძმობა აფხაზებთან, ხომ არ გავაერთიანოთ ეს, ხომ არ გამოიყენოთ ეს? ასე რომ, ასეთი რაკურსით შეიძლება სხვანაირად შევხედოთ ამას. რა თქმა უნდა, იქ ჩასვლა ლუკაშენკოსი კანონის დარღვევაა და არ არის სწორი, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერი არ ვიცით, რა და როგორ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ეხება ამას ვუყუროთ და მოვძებნოთ გზები, რომ ეს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…