ახალი ჩვენება ბასილაშვილის წინააღმდეგ — რას ჰყვება დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს — მან პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობის დეტალებზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.
- რამდენიმე თვის წინ ამ საქმის ფაილები გავრცელდა, სადაც ისმოდა, რომ ჩოგბურთელი ყოფილ ცოლს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს და მის დამცირებას ცდილობს;
- დღევანდელ სხდომაზე დოროყაშვილმა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის შესახებ ისაუბრა და ვიდეომტკიცებულება წარადგინა.
ფსიქოლოგიური ზეწოლა: ნეკა დოროყაშვილი ჰყვება, რომ საბანკო ბარათებს ნიკოლოზ ბასილაშვილი აკონტროლებდა და როდესაც კამათი მოუვიდოდათ, მათ უბლოკავდა.
- "ხშირად იყო ჩვენ შორის დიალოგი, რომ როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის ნებისმიერი კონფლიქტი ბლოკავდა ამ ბარათს და ყველაზე რთული ის იყო, რომ არ მაფრთხილებდა, რომ ბლოკავდა ბარათს, ჩემი აზრით, ჩემი დასჯის მიზნით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა";
- "მაგალითად, წამიყვანია ბავშვი ექიმთან, აფთიაქში მივსულვარ, მივსულვარ სუპერმარკეტში, მიყიდია ნივთები, შემდეგ ვერ იხდი, ეს იყო ძალიან ხშირი და ადამიანებიც შესწრებიან, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ და მომწევია ამის ახსნა";
- "მერე გავაცნობიერე, რომ ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ მე დავეკნინებინე და ჩემს თავმოყვარეობას ძალიან ლახავდა. მე ვცდილობდი, რომ მისთვის არ დამეძალებინა ბარათისთვის ბლოკის ახსნა, რადგან ვერ ვიხდიდი ბავშვის ფულს";
- "ვცდილობდი, რომ მესესხა ფული ჩემი მეგობრებისგან, მშობლებისგან. ესეც ძალიან ყოველდღიური იყო, რომ ვალი გაქვს მაგალითად, ბავშვის საჭმლის ფული. ეს იყო მუდმივი სტრესი ჩემთვის".
ფიზიკური ძალადობა: დოროყაშვილმა პროცესზე მორიგი ჩანაწერები წარმოადგინა, სადაც, ნიკოლოზ ბასილაშვილს ეუბნება: "რატომ მირტყამ?".
- სასამართლო პროცესიდან გავრცელებულ კადრებში დეტალების გარჩევა რთულია, თუმცა როგორც დოროყაშვილი ჰყვება, ბასილაშვილი მას ჩოგნის ჩემოდანს ურტყამს.
- "გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შეგიძლიათ, თავადაც დააკვირდეთ, გარდა იმისა, რომ ამ მძიმე ჩემოდნის აწევა თვითონაც უჭირს, იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმეა, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან";
- "წინა პროცესზე იყო ასეთი შეკითხვაც, რატომ გაითიშაო [ტელეფონი], როგორც მახსოვს — იმიტომ გაითიშა სწორედ, ალბათ, რომ ამხელა ჩოგნის ჩანთა, მერე თვითონ სხეულით ამხელა ადამიანზე რომ დაეცემა, ბუნებრივია, ინსტინქტია შენი, რომ როდესაც გირტყამენ, იფარებ ხელზე რაღაცას და ამ დროს, ალბათ, ტელეფონი გამივარდა ხელიდან და ითიშება ერთ კადრში".
გარდა ამისა, დოროყაშვილი ამბობს, რომ ბასილაშვილი მას "მახინჯს" უწოდებდა და ეუბნებოდა, რომ სამოდელო კარიერის აწყობას ვერ შეძლებდა.
- "აქ მეუბნება და მაჯერებს, როგორც მანამდე მაჯერებდა, რომ შენ ხარ უშნო, მახინჯი, შენი სახის კანი მახინჯია, შენ გაქვს მოტყლაწული ტანი, შენ ხარ უვარგისი, არ გამოდგები სამოდელოდ";
- "აქ პირდაპირ მეუბნება ასეთ ფრაზებს, როგორც მანამდე ყოველდღიურ რეჟიმში მეუბნებოდა — მე დავიჯერე, რომ იმდენად უშნო ვარ, ამ კონტრაქტს რატომ ვდებ, საერთოდ რა შუაში ვარ".
დოროყაშვილი იხსენებს, რომ როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სიგარეტით ხელში დაინახა, საქმეში მისი ოჯახი ჩარია და ამით სცადა დოროყაშვილის შეურაცხყოფა.
- "ორჯერ დამინახა ნიკოლოზმა სიგარეტით და ძალიან ცუდ კონფლიქტამდე მივედით, მახსოვს ერთხელ მამამისთან მივიდა, თითქოს, ორი წლის ბავშვი ვიყავი";
- "იციო? ეს ქალბატონიო, ჩემზე უთხრა მამამისს, სიგარეტს ეწევაო და მთელი ოჯახი გამკიცხავდა, როგორც ორი წლის ბავშვს, დამაყენეს კუთხეში".
წინა პროცესი: დოროყაშვილმა ჩვენება 16 აგვისტოსაც მისცა. ის ჰყვებოდა რომ ყოფილი ქმარი მას სხვადასხვა ცხოველის სახელს ეძახდა, მათ შორის მაშინ, როდესაც ორსულად იყო.
- დოროყაშვილმა ფიზიკური ძალადობის არაერთ შემთხვევაზეც ისაუბრა, პროკურატურამ კი ვიდეო წარადგინა;
- პროცესზე მან ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მხრიდან ბავშვზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც გაიხსენა.
არქივიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.
- 22 იანვარს TV პირველმა გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელიც მათი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილს ეკუთვნის.
- ჩანაწერებში ჩოგბურთელი დოროყაშვილს სოციალურ ქსელში პოსტის რეკლამირებისთვის ეკამათება და ეუბნება, რომ "ღირსება" არ გააჩნია, რაზეც დოროყაშვილი პასუხობს, რომ ამ ფულს დაუბრუნებს.
- ჩანაწერებში ისმის კამათი შვილთან დაკავშირებით — ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება: "შენ თვითონ გაზრდი და მოუარე".
- ის ფაილების ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ დიალოგი, სადაც მისი და ყოფილი ცოლის საუბარი ისმის,"სრული სახით ნაჩვენები" არ ყოფილა და "ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა".
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
კომენტარები