კონტრშეტევის მე-3 დღე — რა ხდება ხერსონში
ფოტო: AP
ხერსონში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. Unian-ის ცნობით, უკრაინულმა ჯარმა ერთი დღის განმავლობაში სამხრეთ ნაწილში 117 ოკუპანტის ლიკვიდირება და 30-ზე მეტი რუსული საბრძოლო ტექნიკის განადგურება შეძლო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა და ხერსონის რეგიონში შეიარაღებულმა ძალებმა რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
- ხერსონი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან სწორედ ამ ტერიტორიის დახმარებით ოკუპირებული ყირიმიდან საბრძოლო იარაღისა და პერსონალის მიწოდებას ახდენს.
- რუსეთი ომის დაწყებიდან აქტიურად უტევდა ხერსონის რეგიონს. მტრის ჯარები ქალაქში პირველ მარტს შეიჭრნენ, თუმცა საკრებულოს დაკავება 25 აპრილამდე ვერ შეძლეს.
- ხერსონის მოსახლეობა მასობრივ აქციებს აწყობდა და ოკუპაციას აპროტესტებდა. ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონში ახლა მოსახლეობის 40-50%-ია დარჩენილი.
- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ხერსონის დაკარგვა ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, ომი წარმატებულად წარმოაჩინოს.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, 29 აგვისტოს უკრაინული ძალები რუსულ არმიაზე შეტევას რამდენიმე მიმართულებით აგრძელებენ. ასევე, მათ სამხრეთით ფრონტის ხაზის გადაწევა შეძლეს.
- მათი თქმით, რუსეთი კვლავ ეძებს გზებს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარის გასაძლიერებლად.
ყოველდღიურ მიმოხილვაში დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთი, ახლა შეეცდება ბრძოლაში ხარვეზები მობილური სარეზერვო ნაწილების გამოყენებით შეავსოს.
- მათი ვარაუდით, რუსეთი ახლადშექმნილ მოხალისეთა ბატალიონს გამოიყენებს, რომლებიც 24 აგვისტოს ხერსონში მოსკოვის მახლობლად მდებარე ბაზიდან გაემგზავრნენ.
- აღნიშნავენ, რომ ქვედანაყოფების ეფექტიანობა უცნობია. ასევე, სავარაუდოა, რომ სამხედროების რაოდენობა საკმარისი არ არის და არც სათანადოდ არიან მომზადებულები.
რას ამბობენ ექსპერტები: მათი თქმით, მოხალისეთა ბატალიონის განლაგება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი დონეცკსა და ხერსონზე შეტევისთვის საბრძოლო ძალის აღდგენას ცდილობს.
- გარდა ამისა, ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტაკება სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება და უპირატესობა უკრაინის მხარეს იქნება.
- მათივე ვარაუდით, საომარი მოქმედებების აქტიურობა ნოემბერში, უამინდობის გამო ჩაცხრება.
კონტრშეტევის ფონზე ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ე.წ ხელმძღვანელი ყირიმში გაიქცა.
- მან საბაბად "ოჯახური გარემოება" მოიყვანა და თქვა, რომ რეგიონში ე.წ რეფერენდუმისთვის მზადება გაგრძელდება.
- ის პირველი არ არის, ვინც კონტრშეტევის შემდეგ უკრაინის სამხრეთით მდებარე ოლქი დატოვა. მანამდე, ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ე.წ ხელმძღვანელმა ვიდეო ჩაწერა, სადაც სამხრეთში "რუსეთის წარმატებებზე" ისაუბრა.
კონტექსტი: 30 აგვისტოს CNN-მა წყაროზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ჯარმა ოკუპანტებისგან ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლა.
- მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარის უსაფრთხოების მიზნით, შეიარაღებულ ძალებს ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები