რა ხდება ხერსონში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ხერსონის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო. ძლიერი აფეთქებები მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის მძიმე ბრძოლები თითქმის მთელ რეგიონში მიმდინარეობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა და ხერსონის რეგიონში შეიარაღებულმა ძალებმა რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
- ხერსონი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან სწორედ ამ ტერიტორიის დახმარებით ოკუპირებული ყირიმიდან საბრძოლო იარაღისა და პერსონალის მიწოდებას ახდენს.
- რუსეთი ომის დაწყებიდან აქტიურად უტევდა ხერსონის რეგიონს. მტრის ჯარები ქალაქში პირველ მარტს შეიჭრნენ, თუმცა საკრებულოს დაკავება 25 აპრილამდე ვერ შეძლეს.
- ხერსონის მოსახლეობა მასობრივ აქციებს აწყობდა და ოკუპაციას აპროტესტებდა. ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონში ახლა მოსახლეობის 40-50%-ია დარჩენილი.
- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ხერსონის დაკარგვა ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, ომი წარმატებულად წარმოაჩინოს.
რა ვიცით ამ დროისთვის: სამხრეთის ოპერატიული სარდლობა იუწყება, რომ სამხედროებმა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, სოფელ ლვოვოსთან რუსეთის მიერ მდინარე დნეპრზე მოწყობილი გადასასვლელი გაანადგურეს.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა დაჯგუფება კახოვკამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS-ებით უკვე გაანადგურეს ხერსონის მახლობლად მდებარე თითქმის ყველა დიდი ხიდი.
- მათი თქმით, ახლა რუსეთის არმია ყირიმის ტერიტორიიდან იარაღისა და პერსონალის მიწოდებას ვერ შეძლებს, რაც უკრაინისთვის ბრწყინვალე შანსია ტერიტორიების დასაბრუნებლად.
- სარდლობის ცნობით, გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლო მასალის არაერთი საწყობი და დარჩენილია მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები.
- უკრაინის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან მათი თქმით, მოვლენების განვითარება მძლავრი და დინამიკურია.
უკრაინულმა ჯარმა გუშინ ოკუპანტებისგან ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლა.
- სარდლობის ცნობით, დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 5-ჯერ შეუტიეს მათ პოზიციებს, თუმცა უშედეგოდ.
- მათივე თქმით, განადგურებულია რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, 2 ტანკი, 6 ჯავშანმანქანა, 11 ჰაუბიცა და სხვა ტექნიკა, ასევე, ლიკვიდირებულია 82 რუსი სამხედრო.
- გუშინ კახოვკას სამხედრო დაჯგუფებამ განაცხადა, რომ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია, ხოლო რუსი მედესანტეები, რომლებიც მათ მხარდაჭერას უცხადებდნენ, ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.
რას ამბობს რუსეთი: რუსული სამთავრობო მედია ირწმუნება, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინელებმა სულ მცირე 8 რაკეტა გაისროლეს და აფეთქების ხმა ხუთჯერ გაისმა.
- პროპაგანდისტული მედიები ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ხერსონზე შეტევა მოიგერია.
- რეგიონული ადმინისტრაციის ე.წ. უფროსის მოადგილე ამტკიცებს, რომ ხერსონის ოლქი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროების მფარველობის ქვეშაა, აშენდა რამდენიმე თავდაცვითი ხაზი და "რეგიონს საფრთხე არ ემუქრება".
რას ამბობენ ექსპერტები: სამხედრო ექსპერტმა, უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა, სერგეი კუზანმა განმარტა, რომ არსებობს თავდაცვის სამი ხაზი და ხერსონის გასათავისუფლებლად უკრაინამ სამივე მათგანი უნდა გაარღვიოს.
- მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ სამხედროები ანადგურებენ ოკუპანტების საჰაერო თავდაცვას, ანუ "ცას წმენდენ".
- კიდევ ერთი სამხედრო ექსპერტი, ალექსანდრ მუსიენკო აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიაა ოკუპანტს შეუქმნას გაუსაძლისი პირობები როგორც ხერსონის რეგიონში, ასევე ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილში.
- მისი თქმით, ივლის-აგვისტოში უკრაინელი სამხედროები აწარმოებდნენ მოსამზადებელ სამუშაოებს მოწინააღმდეგის თავდაცვის შესუსტებისთვის — ანადგურებდნენ მტრის საწყობებს და სამეთაურო პუნქტებს.
- ექსპერტი ამბობს, რომ ახლა ოკუპანტები სერიოზულ შეცდომებს უშვებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი ამ მომენტს თავდაცვის ხაზების გასარღვევად და ტერიტორიების ეტაპობრივად გასათავისუფლებლად იყენებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, შორ მანძილზე უკრაინელების ზუსტი დარტყმები ხელს უშლის რუსეთის ძალების შევსებას, თუმცა, უკრაინის მიღწევის მასშტაბის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.
- უწყების თქმით, თუ უკრაინა მოახერხებს მდგრადი შეტევითი ოპერაციების განხორციელებას, ეს, სავარაუდოდ, საკვანძო ფაქტორი იქნება სამხრეთში რუსეთის თავდაცვის მდგრადობისთვის.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები