ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: აშშ საქართველოს სანდო მეგობარია
ფოტო: ამერიკის ხმა
ამერიკის ხმამ საქართველოში ბრიტანეთის ყოფილ ელჩთან და ატლანტიკური საბჭოს მოქმედ მკვლევართან ალექსანდრა ჰოლ ჰოლთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა. On.ge ამ ინტერვიუს უცვლელი სახით გთავაზობთ.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ აფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტს?
გმადლობთ. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მთავრობის სხვადასხვა უწყებაში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა და პირისპირ შეხვდა პრეზიდენტს, ადასტურებს, რომ აშშ-ის ეს ადმინისტრაცია, წინამორბედის მსგავსად, საქართველოსთან ურთიერთობას უფრთხილდება. შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ურთიერთობა მყარია და ადმინისტრაციათა ცვლილება მას არ ეხება.
ბოლო ხანს ადმინისტრაციამ და კონგრესმა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. თქვენი შეფასება?
მიმაჩნია, რომ ეს იმ სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც დიდი ხანია, ვითარდება. შეერთებული შტატები საქართველოს საიმედო მეგობარია, ყოველთვის მხარს უჭერდა მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. წლების გასვლასთან ერთად, ეს ურთიერთობა სულ უფრო მყარდება. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მეგობრები კონგრესში. ის, რომ კონგრესის წერილში საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა გამოხატული, კიდევ ერთი ნიშანია იმ მძლავრი თანადგომის, რომელიც აშშ-ს საქართველოს მიმართ ყოველთვის გააჩნდა. აღნიშვნის ღირსია, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უკანასკნელი საბიუჯეტო კანონის განხილვისას სრულიად გარკვევით დააფიქსირეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაუშვებს, აშშ-ის ფინანსური დახმარება მიიღონ ქვეყნებმა, ან ორგანიზაციებმა, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებენ. ეს ღირშესანიშნავი გარემოებაა და ამავე დროს, იმ ტენდენციის გაგრძელება, რაც აშშ-ისა და საქართველოს 25-წლიან თანამშრომლობას ახლავს.
აშშ-ის მძლავრი მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ანექსიას. კიდევ რა შეუძლია, გააკეთოს აშშ-მა, რათა საქართველოს რუსულ აგრესიასთან გამკლავებაში დაეხმაროს და აღარ დაუშვას 2008 წლის მსგავსი ტრაგედია?
საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას: მთელი ყურადღება დაუთმოს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას
ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველთვის პროვოკაციული იყო და საქართველოსა და მისი ხალხის წყობიდან გამოყვანას ემსახურებოდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას: მთელი ყურადღება დაუთმოს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას, არ აჰყვეს ემოციებს და დაიცვას პრინციპული პოზიციები. ქართველები გონივრულად მოქმედებენ. ისინი განაგრძობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობას, იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ფორუმს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს, სხვა საერთაშორისო ფორუმებს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას განუწყვეტლივ მიაწოდონ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. ვფიქრობ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივი განცხადებებით რუსეთს უგზავნიან სიგნალს, რომ მისი ქმედებები საერთაშორისო ნორმების დარღვევაა და ამაზე თვალის დახუჭვას არავინ აპირებს. ვფიქრობ, ეს პრობლემასთან გამკლავების მართებული გზაა. არსებულ ვითარებას არავინ ეგუება.
შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში მაღალი დონის ამერიკული დელეგაციის სტუმრობა საქართველოში, რაც უფრო მეტად გაამყარებდა ორმხრივ ურთიერთობებს?
ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ, მე არ ვარ ამერიკელი დიპლომატი და არ ვმუშაობ შეერთებული შტაბების ადმინისტრაციაში. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. როგორც დამკვირვებელი, ვხედავ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ზეიმით აღნიშნავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს და ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. ვიცი, რომ პრემიერმა პრეზიდენტი ტრამპი საქართველოში მიიწვია. ვიცი, რომ გავლენიანი სენატორები, მაკეინი და გრემი, იმყოფებოდნენ საქართველოში. ვიცი ისიც, რომ წინა ადმინისტრაციები გამუდმებით აგზავნიდნენ მაღალი დონის დელეგაციებს საქართველოში, რათა მტკიცე თანამშრომლობისათვის გაესვათ ხაზი. არ გამოვრიცხავ, ასე გაგრძელდეს.
რა გზავნილი გაეგზავნა მოსკოვს საქართველოს პრემიერის ვაშინგტონში წარმატებული სტუმრობით?
ეს ადმინისტრაცია(ც) სერიოზულად უყურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას
გზავნილი ისაა, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გრძელდება, რომ ეს ურთიერთობები ადმინისტრაციათა ცვლილებაზე დამოკიდებული არაა და რომ ეს ადმინისტრაციაც სერიოზულად უყურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას.
და უკანასკნელი შეკითხვა. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ამერიკის მთავრობა სრულადაა ინფორმირებული საქართველოს მთავრობის მიერ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც საქართველოს წინაშე დგას?
ჩემი აზრით, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში საქმეს შესანიშნავად უძღვება. საქართველოს საგარეო მინისტრი მეოთხე უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო. ამჯერად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა. მაღალი დონის ურთიერთობები სახეზეა. გრძელდება ურთიერთობები კონგრესთან. ელჩმა კონგრესის საკომიტეტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა. ის აქტიურად ურთიერთობს არასამთავრობო სექტორთან. მისი აქტიურობა შთამბეჭდავია. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მხოლოდ უსაფრთხოების სფერო არაა. საქართველო იმსახურებს ქებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის, ნატოს არსებითი პაკეტის მოთხოვნების შესრულებისათვის. მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ეკონომიკის განვითარებას. ცდილობს, მაქსიმალურად ისარგებლოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობით და მუშაობს ჩინეთსა და ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე. ვფიქრობ, კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი შეერთებულ შტაბებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვა იყო. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური კავშირები ურთიერთობებს ავსებს. აშშ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ რუსეთის საკითხზე არაა აგებული და არც უნდა იყოს. საქართველოს არა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, არამედ ევროპული ქვეყანაა, რომელიც რეგიონში დემოკრატიული ღირებულებითა და მისწრაფებებით გამოირჩევა. აშშ-სთან ვაჭრობის გაღრმავებას ორი ქვეყნის ურთიერთობა სიმწიფის სტადიაში გადაჰყავს.
- ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები