საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია ჯოლიოს ქართული წარმოების ზეთი ექსპორტზე გავიდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია ჯოლიოს ქართული წარმოების არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი ექსპორტზე გავიდა. კომპანია ნეპალს, ტუნისს და სომხეთს 626 ტონა ზეთით ამარაგებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდა. საწარმოს თვეში 3 000 ტონა მზესუმზირის მარცვლის გადამუშავების რესურსი აქვს, რაც დაახლოებით 1,2 მლნ ლიტრი რაფინირებული და ბოთლში ჩამოსხმული ზეთის წარმოებას უტოლდება. კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში 65 ადამიანს ასაქმებს.
"ჩვენი კომპანია მზესუმზირის ზეთის გარდა, მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებულ მზესუმზირის შროტსაც აწარმოებს, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება და მისი 99 %-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. რაც შეეხება ჩამოსხმულ ზეთს, ის საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში გაიყიდება იალონის ბრენდის სახელით. ჩვენ უკვე გავედით ექსპორტზე და სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას. ვაპირებთ ავითვისოთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა", — განაცხადა ლევან ტრაპაიძემ, კომპანიის დირექტორის მოადგილემ.
"მოხარული ვართ, რომ კომპანია სულ უფრო მეტად ვითარდება. ხარისხი და პასუხისმგებლობა კომპანიის ძირითადი ფასეულობებია, რის საფუძველზეც იქმნება პროდუქტი, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და გაუმჯობესებაზე. ჯოლიო არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საწარმო. ის უწყვეტ რეჟიმში, ადგილზე არსებული თანამედროვე ლაბორატორიით, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტებითა და კვების ტექნოლოგებით, კვალიფიციური ადგილობრივი კადრებით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის 100% მზესუმზირის ზეთს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმებში, რაც ახალი ბაზრების ათვისებას გულისხმობს", — განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, კომპანია ჯოლიო დაარსდა 2019 წელს და წარმოადგენს პირველ ქართულ ბიზნეს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მზესუმზირის ზეთის წარმოების სრულ ციკლს და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ნედლეულის დამუშავება, დაწნეხა, რაფინირება, დაფასოება. ასევე, აწარმოებს ცხოველთა და ფრინველთა საკვებს. საწარმო ISO 22000-ით არის სერთიფიცირებული. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება ევროპის მიერ აღიარებულ სტანდარტებს და მუდმივად მოწმდება როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის ლაბორატორიებში.
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
კომენტარები